ცრულარიქსი
ცრულარიქსი (ლათ. Pseudolarix) — წიწვოვანი ხეების გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა. ერთადერთი სახეობა (Pseudolarix amabilis) მაღალი ხეა. ფართო კონუსისებური ვარჯი აქვს. წიწვები გრძელ ყლორტებზე განლაგებულია სპირალურად, შემოკლებულ ყლორტებზე კი ჯგუფურად. გავრცრლებულია აღმოსავლეთ ჩინეთის მთებში 900-1200 მეტრზე. ღია ყავისფერი, მსუბუქი მერქანი აქვს. ცრულარიქსი დეკორატიული მცენარეა.
ცრულარიქსი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Pseudolarix amabilis | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Pseudolarix | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 34196 | ||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 243.