ცოცხნარის წმინდა მარინეს ეკლესია

ცოცხნარის წმინდა მარინეს ეკლესიაარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოცხნარაში. აშენებულია XIX საუკუნეში. დაზიანებულია: გადახურვა და ჩრდილოეთ კედლის ერთი მესამედი ჩამონგრეულია. ეკლესია დარბაზულია (13x7 მეტრი), ნაგებია ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი დასავლეთითა და სამხრეთითაა. აფსიდი ნახევარწრიულია. აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი მოზრდილი სარკმელია. სამხრეთ შესასვლელის თავზე ჯვარია ამოკვეთილი. ეკლესიას ორფერდა სახურავი აქვს.

ცოცხნარის წმინდა მარინეს ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო

ლიტერატურა

რედაქტირება