ცისფერი მთები
ცისფერი მთები (ინგლ. Blue Mountains) — მთები ავსტრალიაში, დიდი წყალგამყოფი ქედის ნაწილი (ახალი სამხრეთ უელსის შტატი). ცისფერი მთები ბრტყელთხემიანია, აქვს ფლატოვანი და ძლიერ დანაწევრებული კალთები. სიმაღლე 1360 მ-მდე. კოქსის ღრმა ხეობით იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილად. აგებულია კირქვებითა და ქვიშაქვებით. არის რელიეფის კარსტული ფორმები. შემოსილია ევკალიპტის ტყითა და სავანით. ხეობებში ხისებრი გვიმრის რაყეებია.
ცისფერი მთები | |
---|---|
კოორდინატები: 33°43′05″ ს. გ. 150°18′38″ ა. გ. / 33.71806° ს. გ. 150.31056° ა. გ. | |
ქვეყანა | ავსტრალია |
უმაღლესი წერტილი | უსახელო პიკი |
სიმაღლე | 1360 მ |
სიგრძე | 96 კმ |
ამგებელი ქანები | კირქვა და ქვიშაქვა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 228.