კავკასიური ლურჯი ნარი

(გადამისამართდა გვერდიდან ცისფერი ლურჯეკალა)

კავკასიური ლურჯი ნარი (ლათ. Eryngium caucasicum) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახის ლურჯი ნარის (ლურჯეკალას) გვარისა. მოცისფრო-მწვანე ან თითქმის მოლურჯო-იისფერია. ღერო 30-80 სმ სიმაღლისაა, ზედა ნაწილში გაფარჩხულ-დატოტვილი. ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, ბალახოვანი ან რბილტყავისებური, მოგრძოკვერცხისებური ფორმით, მთლიანი ან 3-ნაკვთიანი. ყვავილედი საგველასებურია. საბურვლის ფოთოლაკები — 5. თანაყვავილები სადგისისებური და ჩხვლეტიაა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივნის-აგვისტოში. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიაში, ირანსა და შუა აზიაში. გვხვდება თითქმის მთელ საქართველოში. იზრდება ზღვის სანაპირო ზოლში, მთისწინებსა და მთის შუა სარტყელში მშრალ ფერდობებზე.[1]

კავკასიური ლურჯი ნარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ქოლგოვანნი
ოჯახი:  ქოლგოსანნი
გვარი:  ლურჯი ნარი
სახეობა:  კავკასიური ლურჯი ნარი
ლათინური სახელი
Eryngium caucasicum Trautv., 1871
სინონიმები
  1. სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 42.