ჯონ ლინდლი

(გადამისამართდა გვერდიდან Lindl.)

ჯონ ლინდლი (ინგლ. John Lindley; დ. 5 თებერვალი, 1799, კატონი — გ. 1 ნოემბერი, 1865, ტარნემ-გრინი) — ინგლისელი ბოტანიკოსი. ახალგაზრობიდან სწავლობდა ბოტანიკას; 1829–1860 წლებში იყო ლონდონის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორი. ამას გარდა, 40 წლის განმავლობაში მუშაობდა ლონდონის მებაღეობის საზოგადოების მდივნად. სამეცნიერო მოღვაწეობა დაიწყო ვარდების შესახებ მონოგრაფიის გამოქვეყნებით („Rosarum Monographia“, 1820), მომდევნო წელს დაიწყო „Collecta Botanica“-ის დაბეჭვდა (I–VIII). ლინდლის ეკუთვნის ნაშრომები: „Digitalium Monographia“ (ლონდონი, 1821), „Synopsis of the British Flora“ (1829), „An introduction to the natural system of Botany“ (1839, 3 გამოც.), „Natural System of Botany“ (ლონდონი, 1835) — ამ უკანასკნელში გადმოსცა მცენარეთა სამეფოს მისეული სისტემა. სხვა მრავალრიცხოვან ნაშრომთა შორის აღსანიშნავია: „First principles of Botany“; შემდგომში ეს ნაშრომი (1852 წელს გამოიცა მე-7 გამოცემა) გამოვიდა სათაურით: „Elements of Botany“, „The genera and species of orchidaceous plants“ (ლონდონი, 1830–1840), „The fossil Flora of Great-Britain“ (ლონდონი, 1831–1837), „Nixus plantarum“ (ლონდონი, 1833); „Flora medica“ (1838), „Sertum orchidaceum“ (1838), „The theory of horticulture“ (1840), „Pomologia Britannica“ (1841), „The vegetable kingdom“ (ლონდონი, 1846), „The flower garden“ (ლონდონი, 1851–1853) და სხვ. მის პატივსაცემად ვარდისებრთა ოჯახის ერთ-ერთ გვარს Lindleya უწოდეს.[10]

ჯონ ლინდლი
ინგლ. John Lindley
დაბ. თარიღი 5 თებერვალი, 1799(1799-02-05)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი Old Catton
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1865(1865-11-01)[1] [2] [5] (66 წლის)
გარდ. ადგილი ტარნემ-გრინი
დასაფლავებულია აქტონი
მოქალაქეობა  დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ბოტანიკოსი[6] [4] , პტერიდოლოგისტი, ბრიოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, მწერალი, მიკოლოგი, რედაქტორი[7] , სამეცნიერო მხატვარ-ილუსტრატორი[7] [8] და orchidologist
მუშაობის ადგილი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი
ალმა-მატერი ნორვიჩის სკოლა
მეუღლე სარა ფრისტოუნი[3] [9]
მამა ჯორჯ ლინდლი[9]
დედა მერი მური[9]
შვილ(ებ)ი ნათანიელ ლინდლი[9] , სარა ლინდლი[9] [3] , ბარბარა ლინდლი[3] და ჯორჯ ლინდლი[3] [9]
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, სამეფო მედალი, ლინეს საზოგადოების წევრი და ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Lundy D. R. The Peerage
  4. 4.0 4.1 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  5. SNAC — 2010.
  6. Deutsche Nationalbibliothek Record #117026018 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 Biodiversity Heritage Library — 2006.
  8. https://histsciart.com/2020/12/25/artists-in-edwardss-botanical-register/
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Kindred Britain
  10. Линдлей, Джон // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. т. XVIIa. — СПб., 1896. — стр. 703.