ცვილიანა (გვარი)
ცვილიანა (ლათ. Myrica) — მცენარეთა გვარი ცვილიანასებრთა ოჯახისა. მცირე ზომის ხეები ან ბუჩქებია. აქვთ მორიგეობით განლაგებული მთლიანი ფოთლები, რომლებზეც განლაგებულია წვრილი არომატული ჯირკვლები. ყვავილები მარტოული ან თავთავისებრ ყვავილედში შეკრებილი, პატარა, ჩვეულებრივ მარტოული და ყვავილსაფრის გარეშეა. მტვრიანა 2-დან 20-მდეა; ნასკვი ზედა და ერთბუდიანია, შედგება ორი ნაყოფფოთოლისგან, აქვს ერთი თესლკვირტი. ნაყოფი კურკიანასებრია. 50-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროში. დეკორატიულ ბუჩქებად ზრდიან ამერიკულ სახეობებს (M. pensylvanica, M. cerifera). რამდენიმე ტროპიკულ სახეობას საჭმელად ვარგისი ნაყოფი აქვს.[1]
ცვილიანა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
პენსილვანიური ცვილიანა (M. pensylvanica) | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Myrica L., 1753 | ||||||||||||||
|
თანამედროვე კვლევების თანახმად, სახეობათა ნაწილი ახალ გვარშია (Morella) განთავსებული.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Скворцов А. К. Восковница // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 5 — М., 1971.
- ↑ Huguet, Valérie; Gouy, Manolo; Normand, Philippe; Zimpfer, Jeff F.; Fernandez, Maria P. (მარტი, 2005). „Molecular phylogeny of Myricaceae: a reexamination of host–symbiont specificity“. Molecular Phylogenetics and Evolution. 34 (3): 557–568. doi:10.1016/j.ympev.2004.11.018. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)