ცვანე

სოფელი საქართველოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ცვანესოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში (ერგეტის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
ცვანე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
თემი ერგეტა
კოორდინატები 42°22′22″ ჩ. გ. 41°39′40″ ა. გ. / 42.37278° ჩ. გ. 41.66111° ა. გ. / 42.37278; 41.66111
ცენტრის სიმაღლე 6
მოსახლეობა 394[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ცვანე — საქართველო
ცვანე
ცვანე — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ცვანე

ცვანე მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, ზღვის დონიდან 6 მ-ზე, ზუგდიდიდან 27 კმ-ის დაშორებით. 2018 წელს სოფლის ტერიტორიაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი რევაზ პაპუაშვილი) შეისწავლა ნამოსახლარი ბორცვი (ე. წ. დიხაგუძუბა), რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული არქეოლოგიური ობიექტია ენგურ-რიონის ორმდინარეთში. გამოვლენილია 4 კულტურული ფენა, ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა ხანებიდან ძვ.წ. III-I საუკუნეებამდე.[2]

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 394 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 541 276 265
2014[1]   394 207 187
  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. სოფ. ცვანეში მდებარე ხელოვნური ნამოსახლარი ბორცვი - დიხაგუძუბა — საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, 28 დეკემბერი, 2018.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II