ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია
ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია (რუს. Церковь Преподобного Сергия Радонежского в Царском Селе) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ პუშკინში. აგებულია 1889 წელს.
ცარსკოე-სელოს სერგი რადონეჟელის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 59°42′26″ ჩ. გ. 30°22′51″ ა. გ. / 59.70722° ჩ. გ. 30.38083° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | პუშკინი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვარი(ები) | ა. გ. უსპენსკი |
ხუროთმოძღვრული სტილი | ნეორუსული |
თარიღდება | 1889 |
ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველი ტაძარი დააარსეს ბატალიონში და განათავსეს ყაზარმის ხის შენობაში. ტაძრის კურთხევა შედგა 1857 წლის 29 აპრილს.
1863 წელს ბატალიონი გადავიდა ვარშავაში, ხოლო ეკლესიის შენობა გადაეცა ლეიბ-გვარდიის პირველ მსროლელთა პოლკს.
1871 წელს ცარსკოე-სელოში ლეიბ-გვარდიის დაბრუნების შემდეგ ეკლესია განათავსეს ყოფილი მაღაზიის შენობაში. ოდიკი, კანკელი და მოლაშქრეთა ეკლესიის ჭურჭელი ვარშავიდან ჩამოიტანეს.
1879 წელს აკურთხეს კარის ეკლესია სერგი რადონეჟელის სახელზე. ტაძრის მოწყობაზე ზრუნავდა ბატალიონის მეტაური რ. ტ. ფონ-მევესი. ეკლესია განათავსეს სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე.
1889 წლის 2 სექტემბერს აკურთხეს ახალი ქვის ტაძარი, რომელიც ააგეს სოფიას მოედანზე ხაზინის თანხებით. ეკლესია განათავსეს შენობაში, სადაც მასთან ერთად მოათავსეს სასწავლო დარბაზი. 1903 წელს არქიტექტორ ა. გ. უსპენსკის პროექტით შენობას მიაშენეს ცალკე საკურთხეველი, ხოლო ქუჩის მხრიდან მიაშენეს სამრეკლო. ტაძარსა და სასწავლო დარბაზს შორის გააკეთეს თაღოვანი კედელი. 1904 წელს ეკლესია აკურთხა პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე ჟელობოვსკიმ. კურთხევის ცერემონიალს ესწრებოდა იმპერატორი ნიკოლოზ II.
1917 წლის 17 მარტს ეკლესია დახურეს. დიდი სამამულო ომის დროს შენობა ძალიან დაზიანდა. ამ მდგომარეობაში 1972 წელს შენობა გადასცეს ავტოსკოლას. სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდა 7 წელი და დასრულდა 1980 წელს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობას ფლობდა ტრანსპორტის სამინისტრო.
2012 წლის 21 სექტემბერს ტაძარი ოფიციალურად დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.
ლიტერატურა
რედაქტირება- Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей. Краткий исторический справочник. — 2-е изд., исп. и доп. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 117—125. — ISBN 5- 9900655- 3-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- О храме დაარქივებული 2014-07-11 საიტზე Wayback Machine.
- Реставрация Храма во имя св преп Сергия Радонежского Лейб-Гвардии 2-го Стрелкового Царскосельского полка დაარქივებული 2019-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Церковь во имя св преп Сергия Радонежского დაარქივებული 2014-10-19 საიტზე Wayback Machine.
- Молебен у оскверненного храма преподобного Сергия Радонежского отслужен в Царском Селе
- Борьба за возвращение царскосельского храма преподобного Сергия Радонежского