ოდიკი
ოდიკი, აგრეთვე ცნობილია, როგორც ანტიმინსი — ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ერთ-ერთი უმთავრესი ნივთი. ქვესაფენელი წმინდა ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილი, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში - ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები მოწამეთა საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას და მოწამეთა სისხლითაა განმტკიცებული ეკლესია. ოდიკი შეხვეულია ილიტონში. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს წმინდა ტრაპეზის მაგივრობას. მასზე სრულდება ლიტურგია.