ცარო გრიგოლაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ცარო გრიგოლაშვილი (დ. 1950, დუშეთი) — ქართველი ტექნოლოგი, ინჟინერი, მეცნიერი.

1974 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის საღამოს სწავლების დაკონსერვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი და საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტურა.

1971-1978 წლებში გორის საკონსერვო ქარხანაში მუშაობდა მუშად, ბრიგადირად, ლაბორანტად, მიკრიბიოლოგად, ქიმიკოს-ანალიტიკოსად. 1978 წელს ის ქარხნის ცენტრალური ლაბორატორიის უფროსად დაინიშნა. 2000 წელს ც. გრიგოლაშვილი ს/ს. „გორკონის“ მთავრი ტექნოლოგი, ხოლო შემდეგ „გორკონთან“ არსებული შპს „ჯეო-კონცენტრატის“ დირექტორის მოადგილეა. 2004 წელს ტრეინინგებისა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა მიჩიგანის უნივერსიტეტში, მსოფლიოში არსებული მოთხოვნების შესასწავლად და გამოცდილების გასაზიარებლად, სადაც მიიღო „საერთაშორისო კვების უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის სისტემის“ სერთიფიკატი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ინჟინერი ქალები თბილისი 2008, გვ. 43-44

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება