ცამეტწლიანი ომი — ომი ტევტონთა ორდენსა და პოლონეთის სამეფოს შორის. დაიწყო 1454 წლის თებერვალში ორდენის წინააღმდეგ მიმართული აჯანყებით, რომელიც მოამზადა პრუსიის კავშირმა (დაარსდა 1440 წელს. აერთიანებდა ოპოზიციურად განწყობილ ქალაქებს, პომორიეს და პრუსიის რაინდთა დაბალ ფენას). პოლონეთის მეფე კაზიმეჟ IV-მ ორდენის მიწები 1454 წლის მარტში პოლონეთის კუთვნილებად გამოაცხადა. პოლონეთის შლიახტის ლაშქარი ორდენის სამფლობელოებში შევიდა, მაგრამ 1454 წლის სექტემბერში ხოინიცესთან დამარცხდა. ომი გაჭიანურდა, ორდენს დაეხმარნენ ბრანდებურგისა და სხვა გერმანული სამთავროები. ცამეტწლიანი ომის ბედი ფაქტობრივად გადაწყვიტა 1462 წლის ჟარნოვეცთან ბრძოლაში პოლონელთა გამარჯვებამ. ომი დამთავრდა ტორუნის ზავით 1466 წელს, რომლითაც პოლონეთის სამეფომ კვლავ მოიპოვა ბალტიის ზღვაზე გასასვლელი.

ტევტონური ქვეყნები 1466 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება