ცალფა, ზალფა — ძველი ქვეყანა მცირე აზიაში ძვ. წ. II ათასწლეულში. დედაქალაქსაც ცალფა ერქვა. მდებარეობდა დაახლოებით ახლანდელი ბაფრის მიდამოებში, სადაც მდინარე მარასანთი შავ ზღვას (ხეთები მას „ცალფის ზღვას“ უწოდებდნენ) ერთვის. „კაპადოკიური ფირფიტების“ თანახმად, ცალფა ყოფილა ძლიერი სახელმწიფო, ჩაბმული დიდ საერთაშორისო ვაჭრობაში. ასურელ ვაჭრებს ცალფაში ორი სახის სავაჭრო ფაქტორია დაუარსებიათ. ხეთების ძველი სამეფოს დროიდან ცალფა ხეთებს ემორჩილებოდა, მაგრამ „ცალფის მეომრები“ განთავისუფლებულნი ყოფილან სახელმწიფო ვალდებულებისაგან, მოგვიანებით მათ ეს პრივილეგია დაუკარგავთ.

ცალფას მდებარეობა, შავი ზღვის სანაპიროზე

ლიტერატურა

რედაქტირება