ნინიკო ჩხეიძე
ნინიკო (ნინო) ჩხეიძე (დ. 19 მარტი, 1919 — გ. 2 ივლისი, 2018, თბილისი) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (2000).
ნინიკო ჩხეიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1919 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდაცვალების თარიღი |
2 ივლისი, 2018 (99 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მსახიობი |
შვილ(ებ)ი | მაია ტატიშვილი |
ჯილდოები |
ბიოგრაფია
რედაქტირებანინიკო ჩხეიძე დაიბადა 1919 წლის 19 მარტს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1943 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. იგი განსაკუთრებულად კარგად ასრულებდა ეპიზოდურ როლებს. მას ნათამაშები აქ 150-ამდე როლი, აქედან ყველაზე ცნობილია: „ეზოში ავი ძაღლია“, „რომეო და ჯულიეტა“, „კაცია-ადამიანი?!?!“, „ბუტიაობა“, და სხვა. მას ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებშიც როგორებიცაა: „მაგდანას ლურჯა“, „დათა თუთაშხია“, „მე ვხედავ მზეს“ და სხვა. 1998 წელს დაწერა ბიოგრაფიული წიგნი — „უშანგი“, რომელიც მის ძმას უშანგი ჩხეიძეს მიუძღვნა. 1990 წელს მიიღო საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება, 2000 წელს კი ღირსების ორდენი.
გარდაიცვალა 2018 წლის 2 ივლისს თბილისში, 99 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 940, თბ., 2002 წელი