ჩხალთაძიხი
მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში
ჩხალთაძიხი — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ჩხალთაძიხის სათვეში, საქართველოსა და რუსეთის ყარაჩაი-ჩერქეზეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3676 მ. აგებულია კამბრიულისწინა და პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ჩხალთაძიხი | |
---|---|
კოორდინატები: 43°14′57″ ჩ. გ. 41°33′42″ ა. გ. / 43.249333° ჩ. გ. 41.561833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 3676 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ლანდშაფტი | ნივალური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 173.