ჩქოტუები

ქართული თავადური საგვარეულო სამურზაყანოდან.


ჩქოტუები, ჩხოტუები (აფხ. Чқотуа) — აფხაზეთის თავადური საგვარეულო. ამ გვარის წარმომადგენლები ჯერ კიდევ აფხაზეთის მეფის ლეონ II-ის დროიდან მოიხსენიებიან. XVII საუკუნემდე ჩქოტუების საგვარეულო სამფლობელოს ცენტრი იყო სოფელი ბედია, ხოლო საგვარეულო განსასვენებელი იყო ნაციმერის ეკლესიაში (სოფელი საბერიო). XVIII საუკუნის მეორე ნახევარში მათ ჰქონდათ თავისი სათავადო.[1]

ჩხოტუები/ჩქოტუები
გერბი
იხ. ტექსტი [⇨]
ტიტული თავადი, მისი უბრწყინვალესობა
წარმოშობის ადგილი სამურზაყანო
ქვეშევრდომობა ოდიშისა და აფხაზეთის სამთავრო, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები საჩქოტუო

გერმანე ჩხოტუა (ჩხეტიძე) იყო ბედიის მთავარეპისკოპოსი აფხაზეთის მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის (978–1014 წწ.) მეფობის დროს.

როსტომ ჩქოტუა მოხსენიებული ჰყავს XVII საუკუნეში მოღვაწე იტალიელ მისიონერს არქანჯელო ლამბერტის, როგორც სამეგრელოს სამთავროში ერთადერთი ფეოდალი, რომელიც არ იყო დაკავებული „ტყვის სყიდვით“.

ჩხოტუებს მხოლოდ 1901 წლის 31 მარტს მიანიჭეს თავადის სტატუსი და „მისი უბრწიყნვალესობის“ (რუს. Его Сиятельство) ტიტული რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში[2][3].

ჩქოტუების გერბი

რედაქტირება

ფარი გამოფოილია ოთხ ნაწილად:

  1. პირველ, ლაჟვარდისფერ ნაწილში — ოქროს ტოლმკლავა ჯვარი (მატლის ტიპის) მოთავსებლია ოქროს ნახევარმთვარეზე.
  2. მეორე, მეწამულ ნაწილში — ვერცხლისფერ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი (ვერცხლისფერი) ამარცხებს ოქროს ურჩხულს.
  3. მესამე, მეწამულ ნაწილში — ოქროს ირემი.
  4. მეოთხე, ლაჟვარდისფერ ნაწილში — ოქროს საწმისი.[4]

ცნობილი წარმომადგენლები

რედაქტირება
  • დავით ჩქოტუა — XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში თბილისში მომხდარი ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული ტრაგედიის მონაწილე. იგი თავის უმცროს ძმასთან, ნიკოლოზთან ერთად დაადანაშაულეს 1876 წლის 22 ივლისს მომხდარ ნინა ანდრეევსკაიას გატაცებასა და მკვლელობაში. საბოლოოდ მიუსაჯეს 20 წლიანი კატორღა.
  • ნიკოლოზ ჩხოტუა — ქართველი მწერალი, მალტიის ორდენის წევრი და მისი ელჩი ჩილეში; ცნობილია თავისი ინგლისურენოვანი რომანი „მარადიულით“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. საქართველოს ისტორიის ატლასი : მეორე, შევსებული და გადამუშავებული გამოცემა, „არტანუჯი“, 2016. — გვ. 54, ISBN 978-9941-463-83-9.
  2. Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского (1998) (რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურული გვარები: ტომი IV, საქართველოს თავადაზნაურობა) გვ.20
  3. ჩხოტუების საგვარეულოს ვებგვერდი
  4. ზ. შენგელია, აფხაზ თავად-აზნაურთა საგვარეულო გერბები, თბ., 2004, გვ. 116–117.