ნიკოლოზ ჩხოტუა
ნიკოლოზ ჩხოტუა (დ. 24 სექტემბერი, 1905, ბათუმი, რუსეთის იმპერია — გ. 13 მაისი, 1984, ლოზანა, შვეიცარია)[1] — ქართველი მწერალი, მალტის ორდენის წევრი და მისი ელჩი ჩილეში.[2] მამამისი, შალვა ჭყონია, მდიდარი ბიზნესმენი იყო, რომელიც თავადიშვილ პელაგია ჩხოტუაზე დაქორწინდა. 16 წლის ნიკოლოზ ჩხოტუამ 1921 წელს, ქვეყანაში ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ, დატოვა საქართველო და ევროპაში გაიქცა, 1940 წელს კი ის აშშ-ის მოქალაქე გახდა. 1954 წლიდან იგი ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადავიდა და იქვე გარდაიცვალა 1984 წელს. ნიკოლოზ ჩხოტუას ოცნებად ჰქონდა ქცეული სამშობლოში დაბრუნება, რაშიც ბოლო წლებში ავადმყოფობამ შეუშალა ხელი. მან ითხოვა, მისი გული მაინც დაემარხათ ქართულ მიწაში. ეს სურვილი 1988 წელს შეუსრულეს - მოსკოვის საბაჟოს გამოაპარეს და თბილისში, ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს.
ნიკოლოზ ჩხოტუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 24 სექტემბერი, 1909 წ. |
დაბადების ადგილი | ბათუმი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 13 მაისი, 1984 წ. |
გარდაცვალების ადგილი | ლოზანა,შვეიცარია |
დასაფლავებულია | ვერის სასაფლაო |
საქმიანობა | მწერალი და მალტიის ორდენის ელჩი ჩილეში |
ეროვნება | ქართველი/ამერიკელი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია, შვეიცარია, აშშ |
Magnum opus | მარადიული |
შვილ(ებ)ი | ზურაბი, დიმიტრი, თამარა, ნინა და მარინა. |
ნათესავ(ებ)ი | Howard Carpenter Marmon |
საიტი | tchkotoua.com |
ნამუშევარი
რედაქტირება„მარადიული“ ნიკოლოზ ჩხოტუას ერთადერთი ცნობილი რომანია. 1940-იან წლებში, აშშ-ში ცხოვრების პერიოდში, ინგლისურ ენაზე დაწერილი რომანი, რომელიც მწერალმა მეუღლეს მიუძღვნა, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და, სავარაუდოდ, ავტობიოგრაფიულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- რა არის თავისუფლება?, გამომცემლობა ააიპ „მოქალაქე“, თბ., 2016
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ჩხოტუების საგვარეულოს ვებგვერდი.
- ↑ Kersey, John (August 12, 2012). "Members of the San Luigi Orders". www.san-luigi.org.