ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩუმათელეთის უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (10,15X6,5 მ), ნაგებია კირქვის ნატეხი ქვითა და თლილი კვადრებით. შესასვლელი დასავლეთით აქვს. ნახევარწრიულ აფსიდში თაღოვანი სარკმელი და ორი თაღოვანი ღრმა ნიშია. ორი სწორკუთხა სარკმელი სამხრეთ კედელშია, თითო დასავლეთისა და ჩრდილოეთისაში. დასავლეთის ფასადზე არქიტრავით გადახურული კარი მოჩარჩოებულია ორმაგი ნახევარწრიული ლილვით. კედლები დასრულებულია ქვიშაქვის პროფილირებული ლავგარდნით.

ჩუმათელეთის წმინდა გიორგის ეკლესია

ლიტერატურა

რედაქტირება