ჩუბუხი
მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ჩუბუხი — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე აჭარისწყლის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2504 მ. აგებულია ეოცენური ბაზალტებით, ტრაქიტებითა და მათი ტუფებით. მთის ქვემო (2000 მ-მდე) კალთები შემოსილია შერეული ტყით, შუა — სუბალპური მაღალბალახეულით, ზემოთ ალპური მდელოებით.
ჩუბუხი | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2504 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
ამგებელი ქანები | ბაზალტი, ტრაქიტი და მათი ტუფი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 166.