ჩრდილოეთი ნორვეგია

ჩრდილოეთი ნორვეგია (ნორვ. Nord-Norge (ბუკმოლის ენაზე) ან Nord-Noreg (ნიუნორსკზე), საამიურად: Davvi-Norga) — გეოგრაფიული რეგიონი ჩრდილოეთ ნორვეგიაში, რომელიც შედგება სამი საგრაფოსგან: ნურლანი, ტრომსი და ფინმარკი. ის მოიცავს ნორვეგიის ხმელეთის დაახლოებით 35%-ს. ჩრდილოეთ ნორვეგიის უმსხვილესი ქალაქებია: მუ-ი-რანა, ბუდიუ, ნარვიკი, ჰარსტადი, ტრომსიო და ალტა. ხშირად ჩრდილოეთ ნორვეგიას მზიანი შუაღამის ან ჩრდილოეთის ნათების ქვეყანას უწოდებენ.

რეგიონი
ჩრდილოეთი ნორვეგია
Nord-Norge

ჩრდილოეთ ნორვეგიის რეგიონი
ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
შიდა დაყოფა ნურლანი, ტრომსი და ფინმარკი
კოორდინატები 69°40′00″ ჩ. გ. 19°00′00″ ა. გ. / 69.66667° ჩ. გ. 19.00000° ა. გ. / 69.66667; 19.00000
ფართობი 112,951 კმ²
მოსახლეობა 462,908 კაცი (2002)
ჩრდილოეთი ნორვეგია — ნორვეგია
ჩრდილოეთი ნორვეგია

რეგიონი გამოირჩევა კულტურული მრავალფეროვნებით. იქ ცხოვრობენ როგორც ნორვეგიელები ასევე მკვიდრი საამები, ნორვეგიელი ფინელები (რომლებსაც კვენებს უწოდებენ) და რუსები (ძირითადად კირკენესში). რეგიონში ძირითადად გავრცელებულია ნორვეგიული ენა. საამის ენაზე მოსაუბრე მოსახლეობა ძირითადად შიდა რაიონებსა და ჩრდილოეთის ზოგიერთ ფიორდებზე ცხოვრობენ. ფინურად მხოლოდ აღმოსავლეთით რამდენიმე მცირე საზოგადოებაში საუბრობენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება