ნორვეგიის საგრაფოები

ნორვეგია დაყოფილია 11 ადმინისტრაციულ რეგიონად (ნორვ. fylke), რომლებსაც 1918 წლამდე ამტე ეწოდებოდათ. საგრაფოები პირველი დონის ადმინისტრაციულ დანაყოფებს ქმნიან. ისინი 365 მუნიციპალიტეტად (ნორვ. kommune) იყოფა. სვალბარდი და იან-მაიენი საგრაფებს არ მიეკუთვნება და პირდაპირ ეროვნულ დონეზე იმართება. დედაქალაქ ოსლოს ქალაქის და მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს.

ნორვეგიის გეოპოლიტიკური რუკა.

2017 წელს სოლბერგის კაბინეტმა საგრაფოების ნაწილი გააუქმა, ხოლო ნაწილი გააერთიანა, რის შემდეგაც საგრაფოების რიცხვი 19-დან 11-მდე შემცირდა.[1] წინააღმდეგობის შემდეგ რეფორმის გადახედვა გახდა საჭირო. 2022 წლის 14 ივნისს სტორთინგმა რეფორმის ნაწილობრივ გაუქმებას დაუჭირა მხარი და 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ნორვეგიაში 15 საგრაფო ჩამოყალიბდება.[2]

საგრაფოების სია

რედაქტირება

მეორე პერიოდი

რედაქტირება

1919 წლის შემდეგ ამტებს ფილკები (Fylke, მრავლობითში ― Fylke(r)), ხოლო ამტმანებს ― ფილკესმანები.

ISO-კოდი გერბი ოლქი(fylke) ადმინისტრაციული ცენტრი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მუნიციპალიტეტი
01   ესტფოლდი სარპსბორგი ფრედრიკსტადი
02   აკერსხუსი ოსლო ბერუმი
03   ოსლო ოსლო ოსლო
04   ხედმარკი ხამარი რინგსაკერი
05   ოპლანი ლილეხამერი იევიკი
06   ბუსკერუდი დრამენი დრამენი
07   ვესტფოლდი ტიონსბერგი სანეფიორი
08   ტელემარკი შიენი შიენი
09   ეუსტ-აგდერი არენდალი არენდალი
10   ვესტ-აგდერი კრისტიანსანი კრისტიანსანი
11   რუგალანი სტავანგერი სტავანგერი
12   ჰორდალანი ბერგენი ბერგენი
13   სოგნ-ოგ-ფიურანე ლეიკანგერი ფიორდე
14   მიორე-ოგ-რუმსდალი მოლდე ოლესუნი
15   სიორ-ტრიონდელაგი ტრონხეიმი ტრონხეიმი
16   ნურ-ტრიონდელაგი სტეინხერი სხიორდალი
17   ნურლანი ბუდიუ ბუდიუ
18   ტრომსი ტრომსიო ტრომსიო
19   ფინმარკი ვადსიო ალტა

მესამე პერიოდი

რედაქტირება

2017 წელს ნორვეგიის მთავრობამ განაცხადა, რომ 2020 წლისთვის საგრაფოთა რიცხვი 19-დან 11-მდე შემცირდებოდა. შედეგად, სამთავრობო პასუხისმგებლობების ნაწილი ახალ რეგიონებზე გავრცელდა.[3]

2020 წელს შექმნილი 11 საგრაფოა:

2024 წლიდან ნორვეგიაში 15 საგრაფო ჩამოყალიბდება. უცვლელი რჩება 7 საგრაფო: ოსლო, ინლანდეტი, აგდერი, რუგალანი, ვესტლანდი, მერე-ოგ-რუმსდალი და ტრენდელაგი. ტრომს-ოგ-ფინმარკი გაიყოფა ორ საგრაფოდ: ტრომსად და ფინმარკად. ვესტფოლდ-ორგ-ტელემარკი ვესტფოლდისა და ტელემარკის საგრაფოებად გაიყოფა. ვიკენიდან სამი საგრაფო: აკერსჰუსი, ბუსკერუდი და ესტფოლდი შეიქმნება.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Dette er Norges nye regioner. ციტირების თარიღი: 28 April 2018
  2. Fylkesinndelingen fra 2024 (5 July 2022).
  3. moderniseringsdepartementet, Kommunal- og. (7 July 2017) Regionreform. ციტირების თარიღი: 28 April 2018