ბუკმოლი (ნორვ. bokmål — „წიგნის ენა“) — ნიუნორსკის პარალელურად ერთ-ერთი სტანდარტი (ნორმა) ნორვეგიული ენისა. ჩამოყალიბდა დანიურის საფუძველზე დანიის ნორვეგიაზე ოთხსაუკუნოვანი ბატონობის პერიოდში (დანია-ნორვეგიის უნია).

ნორვეგიული ენის ორივე ფორმის გავრცელების არეალი ნორვეგიის მუნიციპალიტეტების მიხედვით 2007 წლის მდგომარეობით.

XIX საუკუნის უდიდესი ნორვეგიელი მწერლები ჰენრიკ იბსენი და ბიორნსტიერნე ბიორნსონი სტიქიურად ნორვეგიზებულ დანიურ ენაზე წერდნენ, თუმცა დანიურ ორთოგრაფიას ინარჩუნებდნენ. თავდაპირველად ბუკმოლს „დანიურ-ნორვეგიული“ ერქვა. სახელწოდება „ბუკმოლი“ 1929 წლიდან იქნა შემოღებული, რასაც წინ უსწრებდა სახელწოდება „საიმპერიო ენა“ (ნორვ. riksmål). ნორვეგიის მეორე ოფიციალური სამწერლობო ენაა ნიუნორსკი.

ბუკმოლს ნორვეგიის მოსახლეობის 90%-მდე იყენებს, ენის შემსწავლელები სწორედ ამ ვარიანტს შეისწავლიან და ადგილობრივი მედიაც ამავე ენაზე მაუწყებლობს. ბუკმოლის ნორმები აღმოსავლეთ ნორვეგიის მოსახლეობის კილოზე, განსაკუთრებით ოსლოსა და მის გარშემო მცხოვრები მოსახლეობის მეტყველების თავისებურებაზეა მორგებული, მაგრამ მაინც დანიურს ემყარება. დანიური ენა ბუკმოლის მცოდნეს ტექსტურად თავისუფლად ესმის, მაგრამ ზეპირმეტყველებაში ფონეტიკის მკვეთრი განსხვავების გამო თითქმის გაუგებარი ხდება. ბუკმოლში გაცილებით მეტია ნასესხობანი, ვიდრე ნიუნორსკში. XX საუკუნეში ბუკმოლის დემოკრატიზაციის მიზნით რამდენიმეჯერ იქნა გატარებული რეფორმა, მაგრამ უმეტესობა ვერ დამკვიდრდა. ნორვეგიულ „წიგნის ენას“ ერთიანი ორთოეპიკური სტანდარტი დღემდე არ გააჩნია.

წყარო რედაქტირება

  • Vikør, Lars. "Fakta om norsk språk". Retrieved 2009-08-04.
  • a b Lundeby, Einar. "Stortinget og språksaken". Retrieved 2007-06-12.
  • Halvorsen, Eyvind Fjeld. "Marius Nygaard". In Helle, Knut (ნორვეგიულად). Norsk biografisk leksikon. Oslo: Kunnskapsforlaget. Retrieved 6 February 2010.