ჩრდილოეთ ბიოკოს პროვინცია

(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთი ბიოკოს პროვინცია)

ჩრდილოეთ ბიოკოს პროვინცია (ესპ. Bioko Norte) — ეკვატორული გვინეის 7-იდან ერთ-ერთი პროვინცია. ფართობი — 776 კმ², 2015 წლის აღწერის წინასწარი მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 299 836 ადამიანს,[1][2][3] მოსახლეობის სიდიდით წარმოადგენს მეორე პროვინციას ქვეყანაში. ადმინისტრაციული ცენტრია — მალაბო, რომელიც ასევე ეკვატორული გვინეის და კუნძულოვანი რეგიონის დედაქალაქიცაა.

პროვინცია
ჩრდილოეთ ბიოკოს პროვინცია
ესპ. Bioko Norte
ქვეყანა ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
ადმ. ცენტრი მალაბო
კოორდინატები 3°36′00″ ჩ. გ. 9°00′00″ ა. გ. / 3.60000° ჩ. გ. 9.00000° ა. გ. / 3.60000; 9.00000
ფართობი 776 კმ²
ოფიციალური ენა Bube
მოსახლეობა 299 836 კაცი (2015)
სიმჭიდროვე 386,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი guineaecuatorialpress.com

გეოგრაფია რედაქტირება

 
პროვინციის მდებარეობა კუნძულ ბიოკოზე.

მდებარეობს კუნძულ ბიოკოს ჩრდილოეთ ნაწილში. სამხრეთიდან ესაზღვრება სამხრეთ ბიოკოს პროვინციას. გარს ეკვრის ბიაფრის ყურის (გვინეის ყურის შემადგენელი ნაწილი) წყლები.

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია 3 მუნიციპალიტეტად:

მოსახლეობა რედაქტირება

პროვინციის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბუბის ტომის ხალხია, რომლებიც ლაპარაკობენ ბუბის ენაზე.[4]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება