ჩრდილოეთის პროვინცია (ზამბია)

ჩრდილოეთის პროვინცია (ინგლ. Northern Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი კასამა. 2011 წლის ნოემბერში 4 რაიონი (ჩინსალი, ისოკა, მპიკა და ნაკონდე) გადავიდა ახლადჩამოყალიბებული მუჩინგის პროვინციის შემადგენლობაში.

პროვინცია
ჩრდილოეთის პროვინცია
ინგლ. Northern Province
ქვეყანა ზამბიის დროშა ზამბია
ადმ. ცენტრი კასამა
კოორდინატები 11°00′00″ ს. გ. 31°00′00″ ა. გ. / 11.00000° ს. გ. 31.00000° ა. გ. / -11.00000; 31.00000
ფართობი 77 650 კმ²
მოსახლეობა 1 105 824 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 14,24 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+2]]

გეოგრაფია

რედაქტირება

პროვინციის ფართობი შეადგენს 77 650 კმ²-ს. ესაზღვრება ლუაპულის პროვინციას (დასავლეთით) და მუჩინგის პროვინციას (აღმოსავლეთით), ასევე სახელმწიფოებს — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ჩრდილოეთით) და ტანზანიას (ჩრდილო-აღმოსავლეთით).

პროვინციის ტერიტორიაზე მდებარეობს 3 დიდი ტბა: ბანგვეულუ და მასთან ახლომდებარე ჭაობები, მვერუ-ვანტიპა და უდიდესი ტანგანიიკის ტბა (ჩრდილოეთით), რომელიც შეადგენს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და ტანზანიასთან ზამბიის საზღვრის ნაწილს

მოსახლეობა

რედაქტირება

2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 1 105 824 ადამიანს[1]. მოსახლეობის ზრდა (4,3 %) — ყველაზე მაღალია ქვეყანაში. ჩრდილოეთის პროვინციის მოსახლეობის თითქმის 13 % ცხოვრობს მის ადმინისტრაციულ ცენტრ — ქალაქ კასამაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობს. პროვინციაში ყველაზე უფრო გავრცელებული ენაა — ბემბა.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება
 
ჩრდილოეთის პროვინციის რაიონები

ადმინისტრაციული თვალსაზრისით ჩრდილოეთის პროვინცია დაყოფილია 12 რაიონად.[2]

ეკონომიკა

რედაქტირება

პროვინციის კომუნიკაციების ინფრასტრუქტურა საკმაოდ ღარიბია. ავტოსაგზაო ქსელი იმყოფება ცუდ მდგომარეობაში.