მუჩინგის პროვინცია
მუჩინგის პროვინცია (ინგლ. Muchinga Province) — ზამბიის 10 პროვინციიდან ერთ-ერთი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ჩინსალი. შეიქმნა 2011 წლის ნოემბერში ჩრდილოეთის პროვინციის 4 რაიონის და აღმოსავლეთის პროვინციის 1 რაიონის გაერთიანების შედეგად. სახელწოდება მიიღო პროვინციის ტერიტორიაზე მდებარე მუჩინგას მთის ქედის მიხედვით.
პროვინცია | |
---|---|
მუჩინგის პროვინცია ინგლ. Muchinga Province | |
ქვეყანა | ზამბია |
ადმ. ცენტრი | Chinsali |
კოორდინატები | 10°00′00″ ს. გ. 32°00′00″ ა. გ. / 10.00000° ს. გ. 32.00000° ა. გ. |
ფართობი | 87 806 კმ² |
მოსახლეობა | 711 657 კაცი (2010) |
სიმჭიდროვე | 8,10 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+2]] |
გეოგრაფია
რედაქტირებაპროვინციის ფართობი შეადგენს 87 806 კმ²-ს. მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ესაზღვრება ტანზანიას (ჩრდილოეთით), მალავის (აღმოსავლეთით), აღმოსავლეთის პროვინციას (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ცენტრალურ პროვინციას (სამხრეთ-დასავლეთით), ლუაპულის პროვინციას (დასავლეთით) და ჩრდილოეთის პროვინციას (ჩრდილო-დასავლეთით).
მოსახლეობა
რედაქტირება2010 წლის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 711 657 ადამიანს[1].
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაადმინისტრაციული თვალსაზრისით მუჩინგის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად:
- ჩამა
- ჩინსალი
- ისოკა
- მაფინგა
- მპიკა
- ნაკონდე