ჩოღა-ზანბილი
ჩოღა-ზანბილი (სპარს. چغازنبيل) — უძველესი, ელამის სახელმწიფოს დროინდელი კომპლექსი ირანში, ხუზისტანის პროვინციაში. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე ზიკურათიდან, რომლებიც მესოპოტამიის ფარგლებს გარეთ მდებარეობენ. მდებარეობს ქალაქ სუზიდან 39 კმ-ით დასავლეთით.
ჩოღა-ზანბილი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ირანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია |
კოორდინატები | 32°00′30″ ჩ. გ. 48°31′15″ ა. გ. / 32.00833° ჩ. გ. 48.52083° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) |
ნომერი | 113 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 113 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ჩოღა-ზანბილი ძვ.წ 1250 წლით თარიღდება და აგებულიე მეფე უნტაშ-ნაპირიშას მიერ, დიდებული ღმერთის - ინშუშინაკის პატივსაცემად. მისი თავდაპირველი სახელი დურ-უნტაში იყო (უნტაშის ქალაქი). კომპლექსი დაცულია სამი კონცენტრირებული კდელით. ძვ.წ. 640 წელს, კომპლექსი ასურეთის მეფე ასურბანიფალმა მნიშვნელოვნდა დაანგრია.
მიჩნეულია, რომ ჩოღა-ზანბილი საუკეთესოდ შემონახული ზიკურათია მთელ მსოფლიოში. 1979 წელს, ის პირველი ძეგლი გახდა ირანიდან, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- Choghazanbil conservation and restoration project დაარქივებული 2005-11-30 საიტზე Wayback Machine.
- Chogha-Zanbil Travel Guide დაარქივებული 2016-02-06 საიტზე Wayback Machine.
- Chogha Zanbil დაარქივებული 2016-11-10 საიტზე Wayback Machine.
- World Heritage profile