ზიქურათი
ზიქურათი (ძვ. ბაბილონური სიტყვიდან „sigguratu“ — „სიმაღლე“. შესაძლოა, იგულისხმებოდეს „მთის სიმაღლე“) — მრავალსაფეხურიანი საკულტო დანიშნულების შენობა ძველ შუამდინარეთში. შუმერული, ასურული, ბაბილონური და ელამური არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტიპური კულტურის ნაგებობა.
არქიტექტურა და დანიშნულება
რედაქტირებაზიქურათებს მხოლოდ მთავარ ღვთაებებს უგებდნენ. ტაძრებს ცენტრალური და ორი გვერდითი ეზო ჰქონდათ. ცენტრალურ ეზოში ტაძრის მთავარი ღვთაების გამოსახულება იდგა, აქვე იყო მსხვერმპლშეწირვის მაგიდა.
ზიქურათი წარმოადგენს ერთმანეთზე დალაგებული წაკვეთილი პირამიდების კოშკს, რომელთა რაოდენობა მერყეობდა სამიდან (შუმერებში) შვიდამდე (ბაბილონელებში). პირამიდებს, ზედა ნაწილის გარდა არ ჰქონდა ინტერიერი. ზედა ნაწილი წარმოადგენდა სამლოცველოს. ზიქურათის ტერასები შეღებილი იყო სხვადასხვა ფერებით და ერთმანეთთან დაკავშირებული კიბეებით. კედლებს შიგნით მდებარეობდა მრავალრიცხოვანი საცხოვრებელი ოთახები ქურუმებისა და ტაძრის მსახურთათვის.
საშენ მასალად გამოიყენებოდა გამომწვარი თიხის აგური და ლერწმის ღეროები. გარე მოპირკეთებისთვის ხმარობდნენ დამუშავებულ აგურს. ქარი და წვიმა აზიანებდა კედლებს, რასაც, პერიოდულად აღადგენდნენ. ამის გამო, ტაძრების კონსტრუქცია ხშირად იცვლებოდა — იზრდებოდა ზომასა და სიმაღლეში. შუმერები აგებდნენ სამსაფეხუროვან ზიქურათებს თავიანთი პანთეონის უმაღლესი ტრიადის — სამყაროს ღვთება ენლილის, წყლის ღვთაება ენქის და ზეცის ღვთაება ენის პატივსაცემად. ბაბილონელთა ზიქურათი იყო შვიდსაფეხურიანი და პლანეტების სიმბოლურ ფერებში იყო შეღებილი. ძველ ბაბილონში ცნობილი იყო პლანეტები შემდეგი სიმბოლური ფერებით — შავი (სატურნი — ნინურტა), თეთრი (მერკური — ნაბუ), მაჯენტა (ვენერა — იშთარი), ლურჯი (იუპიტერი — მარდუქი), მკვეთრი წითელი (მარსი — ნერგალი), ვერცხლისფერი (მთვარე — სინი) და ოქროსფერი (მზე — შამაში).
გვიანდელ ხანაში ზიქურათი წარმოადგენდა არა იმდენად სატაძრო დანიშნულების კომპლექსს, რამდენადაც ადმინისტრაციული და საარქივო დანიშნულების შენობა-დაწესებულებას.
ზიქურათის პროტოტიპს წარმოადგენდა საფეხუროვანი შენობები, რომელიც გავრცელდა ძვ. წ. IV ათასწლეულში ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროებზე. უკანასკნელი მნიშვნელოვანი მშენებლობა მესოპოტამიაში დაფიქსირებულია ძვ. წ. VI საუკუნეში ახალბაბილონური სამეფოს ეპოქაში. მთელი უძველესი ისტორიის მანძილზე ზიქურათები ახლდებოდა, გარდაიქმნებოდა და აქაურ მეფეთა სიამაყის საგანს შეადგენდა.
ბიბლიის შემსწავლელი რიგი მეცნიერები პოულობენ გარკვეულ კავშირს ბაბილონის გოდოლის მშენებლობასა და შუამდინარეთის მაღალ ზიქურათებს შორის.
ზიქურათები შემონახულია ერაყში (ძველ ქალაქ ბაბილონსა და დურ-შარუქინში, ასევე ბორსიპეში. ისინი ძვ. წ. I ათასწლეულის ნაგებობებს წარმოადგენს) და ირანში (პატარა ქალაქ ჩოგჰა-ზანბილში, რომელიც ძვ. წ. II ათასწლეულს განეკუთვნება).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბაბილონის გოდოლი
- კანჩო როანო დაარქივებული 2013-03-21 საიტზე Wayback Machine.
- სარდინიის ზიკურათი დაარქივებული 2016-03-29 საიტზე Wayback Machine.
- სარდინიული ზიკურათის ფოტოგალერეა
- ზიკურათი ურში
ლიტერატურა
რედაქტირება- Б.Байер, У. Бирштайн и др. История человечества 2002 ISBN 5-17-012785-5
- William W. Hallo. Origins: The Ancient Near Eastern Background of Some Modern Western Institutions. Brill Academic Publishers, 1996. Page