ჯიმშერ ჩოლოყაშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ჩოლოყაშვილი, ჯიმშერ)

ჯიმშერ ჩოლოყაშვილი (გ. 1756) — არაგვის საერისთავოს გამგებელი 1743-1756 წლებში. 1743 წელს თეიმურაზ II-მ არაგვის საერისთავო სამეფო მამულად გამოაცხადა და ერეკლე II-ის ვაჟს, ვახტანგს, საუფლისწულოდ მისცა. ბატონიშვილის მცირეწლოვანების გამო ჩოლოყაშვილი მოურავის უფლებით განაგებდა არაგვის საერისთავოს, თუმცა ზოგჯერ წყაროებში იგი ერისთავად იხსენიება. 1746 ჩოლოყაშვილი მონაწილეობდა გამდგარი ოსებისა და აჯანყებული ქსან-არაგვის მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლებში. 1747 ერეკლეს მხარეზე იბრძოდა აჯანყებული აბდულა-ბეგის წინააღმდეგ. 1748 მონაწილეობდა თბილისის ციხეებიდან ყიზილბაშთა გარნიზონების განდევნაში. თავი გამოიჩინა, როგორც მამაცმა მებრძოლმა და ნიჭიერმა სარდალმა. მოკლეს საერისთავოში.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება