გარსევან ჩოლოყაშვილი

ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე
(გადამისამართდა გვერდიდან ჩოლოყაშვილი, გარსევან)

გარსევან ჩოლოყაშვილიXVI საუკუნის ქართველი პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე, სახლთუხუცესი. დიდი გავლენით სარგებლობდა ლევან კახთა მეფის (1520—1574) კარზე. არჩილ II-ის ცნობით, ჩოლოყაშვილს ეკუთვნის „ხილთა ქება“ და სატრფიალო ლექსები. იოანე ბაგრატიონი მას „ნარგიზიანი წიგნის“ გამლექსავად მიიჩნევდა. „ნარგიზოვანს“ ჩოლოყაშვილს მიაკუთვნებდა კ. კეკელიძეც, მაგრამ ა. ბარამიძემ დაასაბუთა, რომ კრებული დაწერილია XVIII საუკუნის შუა წლების შემდეგ. ჩოლოყაშვილის პოეტური მომკვიდრეობიდან ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ „ზილთა ქება“. ზოგი მკვლევარი ჩოლოყაშვილს XVII საუკუნის მოღვაწედ მიიჩნევს.

გარსევან ჩოლოყაშვილი
საქმიანობა პოეტი და სახელმწიფო მოღვაწე
პერიოდი XVI საუკუნე

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარამიძე ა., ნარკვევები ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1940;
  • გაბაშვილი ტ., მიმოსვლა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • მეორე უწყებანი ქართველთა მწერალთათვის (XVI-XIX სს.), ი. ლოლაშვილის გამოც., თბ., 1982;