ჩიტიწვივა
ჩიტიწვივა (ლათ. Epimedium) — მცენარეთა გვარი კოწახურისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მხოხავფესურიანი ბალახებია. მათი ღეროს სიმაღლე 20 — 30 სანტიმეტრს აღწევს.
ჩიტიწვივა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Epimedium | ||||||||||
|
20-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ხმელთა შუაზღვისპირეთში, დასავლეთ ჰიმალაიზე და აღმოსავლეთ აზიაში. მათგან 4 გვხვდება კავკასიაში.
საქართველოში კოლხეთის მთის ქვედა და შუა სარტყელში, მეტწილად დაჩრდილულ ფოთლოვან ტყეებში იზრდება 2 სახეობა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 140.