ჩირქმბადი კოკები — სფეროსებრი ბაქტერიები, რომლებიც ცხოველებში იწვევენ სხვადასხვა ჩირქოვან ინფექციას. მათ მიეკუთვნებიან როგორც გრამდადებითი (Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes და Streptococcus pneumoniae), ისე გრამუარყოფითი კოკები (Neisseria gonorrhoeae და Neisseria meningitidis). ფილოგენეზის, ფიზიოლოგიისა და გენეტიკის მიხედვით ეს გვარები ერთმანეთისათვის მონათესავე არ არიან. თუმცა აქვთ საერთო ეკოლოგია, არიან რა ადამიანის პარაზიტები.[1]

გრამდადებითი კოკები არიან ადამიანის ერთ-ერთი მთავარი პათოგენები. ითვლება, რომ ისინი იწვევენ ადამიანის ყველა ბაქტერიული ინფექციის სულ მცირე მესამედს, მათ შორის ანგინას, პნევმონიას, შუა ყურის ანთებას (ოტიტს), მენინგიტს, საჭმლით მოწამვლას, კანის სხვადასხვა დაავადებას და სეპტიკური შოკის მწვავე ფორმებს. გრამუარყოფითი კოკები, განსაკუთრებით Neisseria-ს გვარის წარმომადგენლები, იწვევენ გონორეასა და მენინგოკოკურ ინფექციას.[1]

  1. 1.0 1.1 Bacterial Pathogens of Humans en. Todar's Online Textbook of Bacteriology. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2023