ჩინური ჩაის კულტურა
ჩინური ჩაის კულტურა — აერთიანებს როგორც ჩაის მომზადებას, ასევე ჩაის მოხმარებას ჩინეთში. ჩაის კულტურა ჩინეთში განსხვავედება სხვა ევროპული ქვეყნებისგან, როგორიცაა მაგალითად ბრიტანეთი და სხვა აზიის ქვეყნებისგან როგორიცაა იაპონია, როგორც მომზადების წესებით, ასევე გემოთი და მოხმარებით. ჩაი დღესაც რეგულარულად მოიხმარება, როგორც ყოველდღიურად ისე ფორმალურ შემთხვევებში. გარდა იმისა, რომ ჩაი არის პოპულარული სასმელი, ის ასევე მოიხმარება ჩინურ ტრადიციულ მედიცინაში და გამორჩეული ადგილი უჭირავს ჩინურ სამზარეულოში.
ჩინური ჩაი, ისევე როგორც, ჩინური აბრეშუმი, მსოფლიოში გაიგივებულია დახვეწილ კულტურასთან. ჩინური ჩაის განვითარების გზა, როგორც ხელოვნების ერთ-ერთი დარგისა, სათავეს იღებს ე.წ. „ჩაის წმინდანის“ ლუ ვუს სახელიდან, რომელიც თანგის დინასტიის დროს ცხოვრობდა. „ჩაის სული“ აღწერს ჩინური ჩაის კულტურას. არსებობს უამრავი სახეობის ჩაი, ჩაის სახლები და ლეგენდები ჩაის შესახებ.
შენობები, ბაღები, ორნამენტები და ჭურჭელი უმნიშვნელოვანესი ელემენტებია ჩაის სმის ცერემონიაში. ამიტომაც, საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა ყველაფერი, რათა მიეღწიათ უბრალოებაში გამოხატული ჰარმონიისთვის. ჩაის დასალევად არჩევენ მშვიდ, კომფორტულ და სილამაზით გამორჩეულ ადგილებს, სწორედ ამის გამო, ჩინეთში განვითარებულია ბაღების გაშენების კულტურა, ეს ბაღები კი, თავის მხრივ, ეხმიანება ფენგშუის ფილოსოფიას, რომელიც ნივთების სწორ და ჰარმონიულ განლაგებას გულისხმობს.
ჩაის კულტურის განვითარება ჩინეთში იწყება ძვ.წ. 2737 წელს, აღმოჩენილია ხუთი იეროგლიფი, რომელიც გამოიყენებოდა ჩაის აღსანიშნავად. ჩაის სმით იხდიან მადლობას და ბოდიშს, უმასპინძლდებიან სტუმრებს, გამოხატავენ ოჯახის ერთობას. ჩინური ჩაის კლასიფიკაციისას გამოყოფენ ხუთ კატეგორიას: თეთრი, მწვანე, შავი, ულუნგი და ყვავილოვანი. თუმცა, დღეს ჩინეთში ათასზე მეტი სახეობის ჩაია გავრცელებული. ყველაზე ხშირად მოიხმარება და გამორჩეულია თავისი მახასიათებლებით მწვანე ჩაი. მწვანე ჩაის აქვს კოფეინის ყველაზე დაბალი შემცველობა და ცნობილია სამკურნალო თვისებებით. არ ხდება მისი ფერმენტაცია, რის გამოც, აქვს არაჩვეულებრივი არომატი და გემო. შავი ჩაი არის სრულად დამწიფებული და გამოიყენება საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ. თეთრი ჩაი არის მაღალ ტემპერატურაზე დამუშავებული, სწორედ ამიტომ აქვს მსუბუქი არომატი და გემო. ყვითელი ჩაი გამოირჩევა სასიამოვნო გემოთი, ხოლო თვისებებით დაახლოებით მწვანე ჩაის მსგავსია. ყვავილოვან ჩაის ხშირად უწოდებენ არომატულ ჩაის. შეფასებისას გამოიყენება შემდეგი კრიტერიუმები: სიმწარე, გემო, სიმსუბუქე, არომატი და ფერი.
ჩაის სახლების სიმრავლით გამოირჩევა პეკინი. ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციების ჩაის სახლები, როგორიცაა: „ფუძიენი“ და „კაუნტუნი“, ცნობილია მომსახურების ფორმით, რაც ჩაის მცირე ზომის ჭიქით სმაში გამოიხატება. თანამედროვე ჩინეთში ნაკლებად მისდევენ ჩაის სმის კულტურას, თუმცა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ პროვინციებში დასახლებული ეთნიკური ჯგუფები, სადაც ნაკლებია უცხოური კულტურის ზეგავლენა, ინარჩუნებენ თავიანთ ტრადიციებს, ატარებენ ჩაის ცერემონიებს, მოჰყავთ ჩაი ადგილობრივადაც. ჩინელი ხალხისთვის ჩაის სმის პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ხარისხის ჩაი გამოარჩიონ მდარეხარისხიანისაგან, არამედ იმიტომ, რომ მისი სმისგან მიიღონ მაქსიმალური სიამოვნება. თავისუფალ დროს ძლიერი ჩაის მომზადება და მშვიდ ატმოსფეროში ყოფნა დაგეხმარებათ დაამაცრხოთ დაღლილობა და დაძაბულობა. ჩინეთი ცერემონიების ქვეყანაა, ამიტომ, სტუმრის მიღებისთანავე მისთვის ჩაის მირთმევა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცერემონიად ითვლება. ჩაით გამასპინძლებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს წყლის რაოდენობზე ფინჯანსა და ჩაიდანში. თუ ჩაი დაყენებულია ჭიქაში, მაშინ იგი უნდა შეივსოს მას შემდეგ, რაც ნახევრმდე დაცარიელდება. ფინჯანი უნდა შეივსოს მუდმივად, რათა არ დაიკარგოს ჩაის არომატი და გემო, რაც მთავარია, ის არ უნდა გაცივდეს. ძალიან ხშირად, ჩაის სმისას, მის გემოს სპეციალურ დესერტს უხამებენ.
გალერეა
რედაქტირება-
ჩაის სახლი პრეზიდენტის სასახლის ბაღში ნანძინგში.
-
ჩინური ჩაის მომზადება
-
ჩაის სმისთვის საჭირო აღჭურვილობა
-
დიასახლისი უმასპინძლდება სტუმრებს ჩინური ჩაის ტრადიციულ სახლში
-
ჩინური ჩაის ოთხი ჭიქა
-
ისინგის თიხის ჩაიდანი
ლიტერატურა
რედაქტირება- ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ?“ თბ. 2015 გვ.34
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Basic Facts of Tea დაარქივებული 2008-10-09 საიტზე Wayback Machine.