ჩინური დიალექტები
ჩინური დიალექტები — ჩინურ ენაში უამრავი დიალექტია, მაგრამ გამოირჩევა 7 ძირითადი დიალექტი, ესენია: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტი), დიალექტი უ, დიალექტი სიანგი, დიალექტი ქეძია (ხაკკა), დიალექტი მინი, დიალექტი იუე. მიუხედავად დიალექტების დიდი რაოდენობისა, ყოველთვის გამოყოფენ სამ, ყველაზე მნიშვნელოვან და გავრცელებულ დიალექტს: კუანხუა (ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი), კუანგტუნგური დიალექტი „იუე“ და შანხაის დიალექტი „უ“. ყველაზე მსხვილი ჩამოთვლილთა შორის არის ჩრდილოეთის დიალექტთა ჯგუფი, რომელიც მოიცავს ჩინური ენის 70% -ზე მეტს.
მთელ ჩინეთში გავრცელებულია იეროგლიფური დამწერლობა. წერის დროს დიალექტებს აქვთ მსგავსი ლექსიკა და გრამატიკა. თუმცა, დიალექტთა ფონეტიკა იმდენად განსხვავდება, რომ თავად ჩინელები აწყდებიან სირთულეებს არამონათესავე დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანებთან. მიუხედავად სირთულეებისა დიალექტების განსხვავებების გამო, დიალექტში აისახება ჩინური ენის სიმდიდრე და ჩინური კულტურის ისტორიული თავისებურებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცნობარი „რა ვიცით ჩინეთის შესახებ“ თბ. 2016