ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი

ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი (ჩინ.: 中华艺术宫, წარსულში: შანხაის ხელოვნების მუზეუმი (ჩინ.: 上海美术馆)), ასევე ცნობილი, როგორც ჩინეთის ხელოვნების სასახლე (გამარტ. ჩინ. 中华艺术宫, ტრადიც. ჩინ. 中華藝術宮) — თანამედროვე ჩინური ხელოვნების მუზეუმი ფუტუნგში, შანხაი, ჩინეთი.[3] მუზეუმი განთავსებულია ჩინეთის პავილიონის შენობაში, რომელიც 2010 წლის შანხაის ექსპოში მონაწილეობდა. ეს აზიაში ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმია.

ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი
31°11′11″ ჩ. გ. 121°29′24″ ა. გ. / 31.18639° ჩ. გ. 121.49000° ა. გ. / 31.18639; 121.49000
დაარსდა 1956 (როგორც შანხაის ხელოვნების მუზეუმი)
2012 (როგორც ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი)
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
მდებარეობა Zhoujiadu Subdistrict
ვიზიტორები 2.55 მილიონი (2017)[1]
დირექტორი ში ტავეი (施大畏)[2]
ოფიციალური საიტი sh-artmuseum.org.cn
Map

ისტორია რედაქტირება

 
შანხაის ხელოვნების მუზეუმი

ჩინეთის ხელოვნების მუზეუმის წინამორბედად შანხაის ხელოვნების მუზეუმი მიიჩნევა, რომელიც 1956 წელს დაარსდა, დასავლეთ ნანძინგის გზაზე, ყოფილი რესტორანის შენობაში. 1986 წელს ნაგებობა მთლიანად განახლდა. 2000 წლის 18 მარტს შანხაის ხელოვნების მუზეუმი გადაიტანეს შანხაის რბოლის კლუბში, ხალხის მოედანზე, რა ნეგებობაც 1997 წლამდე შანხაის ბიბლიოთეკას წარმოადგენდა. მუზეუმის გადატანის შედეგად საგამოფენო სივრცეების ფართობი 2 200 კვადრატული მეტრიდან 5 800 კვადრატულ მეტრამდე გაიზარდა.

შანხაიმ 2010 წლის ექსპოს უმასპინძლა ამავე წლის 1 მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, და ექსპოზე ჩინეთის პავილიონი დაახლოებით 17 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. პოპულარობის გამო, ჩინეთის პავილიონი შანხაის ექსპოს დასრულების შემდეგ დამატებითი ექვსი თვით გაიხსნა. 2011 წლის [[13 ნოემბერი|13 ნოემბერს[[, შანხაის მუნიციპალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ ექსპო 2010-ზე არსებული ჩინეთის პავილიონის შენობა შანხაის ხელოვნების მუზეუმის ახალი ადგილსამყოფელი გახდებოდა და მას სახელი გადაერქმევოდა და ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი გახდებოდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ურბანული მომავლის პავილიონი „ხელოვნების ელექტოსადგურად“, ანუ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმად გადაკეთდებოდა.[4]

ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი და ხელოვნების ელექსროსადგური, ორივე ერთდროულად გაიხსნა 2012 წლის 1 ოქტომბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით.[5] ძველი შანხაის მუზეუმი 2012 წლის 31 დეკემბერამდე კვლავ ფუნქციონირებდა და დახურვამდე ორი დღის განმავლობაში მას 12 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.[4] ჩინეთის ხელოვნების მუზეუმი მის წინამორბედზე 10-ჯერ დიდი დაწესებულებაა.[6]

არქიტექტურა რედაქტირება

 
მუზეუმი ექსპო 2010-სათვის

შანხაის ექსპოსათვის ჩინეთის პავილიონის მშენებლობა 2007 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და 2010 წლის 8 თებერვალს დასრულდა.[7] ეს ექსპოზე წარმოდგენილი პავილიონებიდან ყველაზე ძვირადღირებული იყო, შენობის საერთო ღირებულებამ კი 220 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 63 მეტრის სიმაღლის პავილიონი ექსპოზე ყველაზე მაღალი შენობა იყო. ნაგებობას „აღმოსავლეთის გვირგვინს“ უწოდებდნენ ვიზუალურად უძველესი გვირგვინის მსგავსების გამო.[8] შენობის დიზაინზე არქიტექტორების ჯგუფმა იმუშავა, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქიტექტორი ხე ძინგთანგი ხელმძღვანელობდა. შენობის ინსპირაციის წყაროს ჩინური ტრადიციული ბრჯენი წარმოადგენდა სახელწოდებით: ტოუკუნგი. ინპირაციის კიდევ ერთი წყარო ჩინური დიდი ზომის ქვაბი, ტინგი წარმოადგენდა.[9]

გამოფენები რედაქტირება

 
მუზეუმის ინტერიერი

ჩინეთის ხელოვნების მუზეუმს დაახლოებით 14 000 ხელოვნების ნიმუშის კოლექცია აქვს, რომლეთა უდიდესი ნაწილი ჩინური ხელოვნების თანამედროვე ნიმუშებია.[6]

ჩინური თანამედროვე ხელოვნების წარმოშობა რედაქტირება

„ნათელი მთვარე ამოდის ზღვიდან — ჩინური თანამედროვე ხელოვნების წარმოშობა“ (海上生明月—中国近现代美术之源) აროს მუდმივი გამოფენა, რომელიც ასახავს ჩინური თანამედროვე ხელოვნების განვითარების ეტაპებს, შანხაის სკოლიდან დაწყებული ცინის დინასტიით დამთავრებული. გამოფენა სამ პერიოდად (ცინი, ჩინეთის რესპუბლიკა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) და ათ ერთეულად იყოფა, რომელიც ორ სართულს მოიცავს და 6 000-მდე ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. გამოფენის კურატორია ლუ ფუშენგი (卢辅圣).[10]

ცნობილი მხატვრების გამოფენა რედაქტირება

ცნობილი მხატვრების გამოფენა (名家艺术陈列专馆) არის მუდმივი გამოფენა, რომელიც ცნობილი თანამედროვე ჩინელი მხატვრების ნამუშევრებს ასახავს. პირველი ფაზა მოიცავს შვიდი ხელოვანის ნამუშევრებს: შანხაის სკოლის წარმოამდგენელი: ხე თიენძიენი, სიე ჭილიოუი და ჩენგ შიფა; ჩინური და დასავლური ხელოვნური სტილის პიონერების: ლინ ფენგმიენის, კუან ლიანგის, უ კუანჭუნგის ნამუშევრებს, ასევე თანამედროვე ჩინელი მოქანდაკის, ხუა თიენიოუს ნამუშევრებს.[11]

ხელოვნება ასახავს შანხაის ისტორიას და კულტურას რედაქტირება

ეს გამოფენა წარმოადგენს ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შექმნილია სამთავრობო ღონისძიებებისათვის და რომლებიც ხელს უწყობს შანხაის ისტორიულ და კულტურულ განვითარებას. ამ განყოფილებაში წარმოდგენილი ექსპონატების თემებს შორისაა: ხალხი, ისტორიული ღონისძიებები, ხალხურ ჩვეულებები და არქიტექტურა. მთავრობის აღნიშნული პროექტი სამი წელი, 2010 წლიდან 2013 წლამდე გაგრძელდა.[12]

XXI საუკუნის ჩინური ხელოვნება რედაქტირება

„თვალწარმტაცი ჩინეთი — ჩინეთის სახვითი ხელოვნების განვითარება ახალ საუკუნეში“ (锦绣中华—行进中的新世纪中国美术) ერთწლიანი გამოფენა, რომელიც ასახავს XXI საუკუნის ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც შექმნილია 260-ზე მეტი ჩინელი ხელოვანის მიერ. გამოფენა ხუთ ნაწილად იყოფოდა. ეს ჩვენება 2013 წლის 30 სექტემბერს დასრულდა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 去年最受观众欢迎美术馆是哪个 中华艺术宫位列第一 (ჩინური). Sina Corp. 10 February 2018. ციტირების თარიღი: 22 March 2018.
  2. 施大畏. National Art Museum of China (21 May 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 სექტემბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2013
  3. Lara Day and Te-Ping Chen (28 September 2012). „Shanghai to Open Two Massive Art Museums“. Wall Street Journal. ციტირების თარიღი: 26 September 2013.
  4. 4.0 4.1 „迁址扩容能否成就全新的上海美术馆“. China Youth Daily. 15 January 2013. ციტირების თარიღი: 26 September 2013.
  5. „New museums add colour to Shanghai art landscape“. France 24. October 1, 2012. ციტირების თარიღი: 26 September 2013.
  6. 6.0 6.1 „中华艺术宫和上海当代艺术博物馆国庆免费开放“. Sina. 31 August 2012. ციტირების თარიღი: 26 September 2013.
  7. 上海世博会中国馆竣工 [China Pavilion of the Shanghai Expo is completed]. Xinhua News Agency (ჩინური). 8 February 2010. ციტირების თარიღი: 27 September 2013.
  8. MacKinnon, Mark (1 May 2010). „Expo 2010 confirms how China has moved to world's centre stage“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 27 September 2013.
  9. Lu Yuan (21 January 2010). „2010 Expo: He Jingtang and the China Pavilion“. China Radio International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 27 September 2013.
  10. „中国近现代美术之源展将在中华艺术宫举办“. Sina (ჩინური). 19 September 2012. ციტირების თარიღი: 26 September 2013.
  11. 名家艺术陈列专馆 zh. China Art Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი 2021.
  12. დაარქივებული ასლი zh. China Art Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 26 September 2013