ჩილეს ეკონომიკა
ჩილეს ეკონომიკა არის დინამიურ, საბაზრო და საერთაშორისო ვაჭრობაზე ორიენტირებული. ადრეული 1990-იანი წლების განმავლობაში, როდესაც პატრისიო ეილვინის დემოკრატიულმა მთავრობამ გააღრმავა მათი წინამორბედი სამხედრო ხელისუფლების დაწყებული ეკონომიკური რეფორმები, ჩილეს როგორც ეკონომიკური რეფორმატორი ქვეყნის რეპუტაცია განმტკიცდა. ჩილეს ეკონომიკას ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური 8%-იანი ზრდა 1991-1997 წლებში, მაგრამ 1998 წელს ეს მაჩვენებელი განახევრდა, ვიწრო მონეტარული პოლიტიკით შემოღებული იმპორტ-ექსპორტის ბალანსის კონტროლისა და ექსპორტიდან მიღებული მცირე მოგების გამო - ეს უკანასკნელი კი აზიის ფინანსური კრიზისის შედეგი იყო. ბოლო წლებში ჩილეს ეკონომიკამ აღიდგინა ძალები და ზრდამ 5-7%-ს მიაღწია. 1990 წლიდან, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი სამჯერ გაიზარდა და დღეს 19,475 დოლარს შეადგენს. სიღარიბის ქვეშ მცხოვრებთა რაოდენობა 1988 წლისთვის 48% იყო, 2000 წელს 20%-მდე დავიდა, დღეისთვის კი 13,7%-ს უდრის.
2009-2010 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში ჩილე მსოფლიოს 30 საუკეთესოს შორის, ხოლო ლათინურ ამერიკაში პირველად დაასახლეს. მაშინ როდესაც ბრაზილია არის 56-ე, მექსიკა მე-60 და არგენტინა 85-ე.[2] მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული ბიზნესის წარმოების ინდექსით, რომელიც ბიზნესის კეთების სიმარტივეს, ბიზნესის რეგულაციას და საკუთრების უფლების დაცვას ეყრდნობა ჩილე არის 49-ე.[3] ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია დათანხმდა, სხვა სამ ქვეყანასთან ერთად ჩილე მიეწვია ოფიციალური წევრობის მიღებისათვის მოლაპარაკებებზე.[4] ამის მიუხედავად ჩილე, სხვა ლათინური ამერიკის ქვეყნების მსგავსად მრავალი პრობლემის წინაშე დგას. მას ისეთ მაჩვენებლებში როგორიცაა სოციალური თანასწორობა და უმუშევრობს ინდექსი უფრო ცუდი მაჩვენებლები აქვს ვიდრე მექსიკას.[5][6][7]ჩილეს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წილი სპილენძის ექსპორტზე მოდის (მსოფლიო ექსპორტის 1/3). ჩილეს საგარეო პირდაპირმა ინვესტიციებმა 2012 წელს 17.3 მილიარდი დოლარი შეადგინა. საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ჩილე მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად კორუფციულ ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზეა.
მშპ-ს შემადგენლები
რედაქტირებამშპ-ს ძირითადი მაკროეკონომიკური აგრეგატები
სექტორი | 2003-09 (%) | 2009 (%) |
---|---|---|
პირადი მოხმარება | 58.3 | 59.8 |
სამთავრობო ხარჯები | 11.6 | 13.4 |
ინვენტარის ცვლილებები | 0.4 | -2.4 |
მთლიანი საწესდებო კაპიტალის ცვლილება | 20.8 | 21.4 |
(ექსპორტი) | (42.1) | (38.1) |
(იმპორტი) | (33.1) | (30.4) |
ექსპორტს - იმპორტი | 8.9 | 7.8 |
მთლიანი შიდა პროდუქტი | 100.00 | 100.00 |
Note: 2007 წლის მონაცემები არის წინასწარი, 2008-09 წლების მონაცემები პრელიმინარული. წყარო: ჩილეს ცენტრალური ბანკი,28 მარტი, 2010 წელი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ჩილეს ეკონომიკური ტრანსფორმაცია - HACER დაარქივებული 2011-07-07 საიტზე Wayback Machine.
- ინვესტიცია ჩილეში დაარქივებული 2007-03-08 საიტზე Wayback Machine.
- ჩილეს მიმოხილვა - ეს არის ჩილე დაარქივებული 2011-07-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://en.mercopress.com/2010/06/25/chile-ranks-fifth-globally-in-wine-exports-and-eighth-in-production
- ↑ http://www.weforum.org/pdf/GCR09/GCR20092010fullrankings.pdf
- ↑ Rankings - Doing Business - The World Bank Group. Doing Business. ციტირების თარიღი: 2010-01-31.
- ↑ Economic Department - Embassy of Chile in the United States of America. Chileusafta.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-22. ციტირების თარიღი: 2010-01-31.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-12. ციტირების თარიღი: 2010-11-29.
- ↑ The World Distribution of Household Wealth A map of world poverty
- ↑ BBC - Inequality remains in Chile