ჩივენი
ჩივენი ( 蚩吻; ფინინი: chīwěn) — ჩინურ მითოლოგიაში დრაკონის 9 ვაჟიდან ერთ-ერთი. გამოიყენება იმპერიული სახურავის დეკორაციად, ტრადიციულ ჩინურ არქიტექტურასა და ხელოვნებაში და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც "ურქო დრაკონის თავი".[1]
უელჩი ჩივენს აღწერს, როგორც "დრაკონს, რომელსაც უყვარს "ნივთების გადაყლაპვა". ეს არის თევზის მსგავსი, რქანაკლული დრაკონი, სხეულის გარეშე და დიდი, ფართო პირით, რომელიც ჩვეულებრივ გვხვდება სახურავის ქედების გასწვრივ (თითქოს სახურავის სხივებს ყლაპავს). ასევე ამბობენ, რომ სახურავებზე მისი განთავსება შენობას ხანძრისგან იცავს. თანგის დინასტიის დროინდელი ჩანაწერების მიხედვით ჩივენი შენობების სახურავებზე ხანის დინასტიის დროს განთავსდა, შენობის ხანძრის საფრთხისგან დასაცავად. ეს დრაკონი დღესაც გვხვდება ტრადიციული ჩინური სახლების სახურავებზე.[2]
ცნობები
რედაქტირება- ↑ Welch, Patricia Bjaaland (2008). Chinese Art. Tuttle, გვ. 122–3. ISBN 9780804838641.
- ↑ „The Dragon in China and Japan“ (პრეს-რელიზი). Biodersivity Heritage Library. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2023-07-25. ციტირების თარიღი: 2023-07-25.