ჩვეულებრივი უფეხურა
ფრინველი უფეხურასებრთა ოჯახისა
ჩვეულებრივი უფეხურა[1][2] (ლათ. Caprimulgus europaeus) — ფრინველი უფეხურასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 25–28 სმ., მასა 65–100 გრამი. შეფერილია მურა-რუხად, გასდევს გრძივი ჭრელი ლაქები, ყელის გვერდებზე ორი თეთრი ლაქა აქვს. გავრცელებულია ევრაზიასა და აფრიკაში. ბინადრობს ტყის ზონაში — ტყისპირებსა და ნაკაფებში. იზამთრებს სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში. უპირატესად იკვებება ღამის მწერებით (ძირითადად პეპლებითა და ხოჭოებით), რომლებსაც ჰაერში იჭერს. ბუდეს არ აშენებს; დედალი 2 (იშვიათად 3) კვერცხს პირდაპირ მიწაზე ან ჯირკზე დებს. კრუხობს ორივე მშობელი 17–18 დღის განმავლობაში; 16–17 დღეში ბარტყები ფრენას იწყებენ. არეალის სამხრეთ ნაწილში წელიწადში 2-ჯერ მრავლდება.
ჩვეულებრივი უფეხურა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Caprimulgus europaeus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22689887 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
ბუდობა
მიგრაციის მარშრუტები
გამოზამთრების რაიონები | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Лоскот В. М. КОЗОДОИ // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 427.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 41, 155, 198.
- ↑ fern-owl — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.