უფეხურასებრნი (ლათ. Caprimulgidae) — ფრინველთა ოჯახი უფეხურასნაირთა რიგისა. მოიცავს 16–20 გვარის 90-მდე სახეობას. მეღამური და ბინდის ფრინველებია. ახასიათებს დიდი თავი და თვალები, მოკლე და სუსტი ნისკარტი, დიდი ზომის პირი, გრძელი ფრთები და კუდი, აგრეთვე მოკლე ფეხები. ბუმბული რბილი, ფერად ქვიშისფერი, მურა ან ყავისფერია; კარგად ერწყმის ხის და ნიადაგის ფერს, რაც ფრინველს შეუმჩნეველს ხდის. იკვებებიან ფრენის დროს დაჭერილი მწერებით. გავრცელებულნი არიან ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე. რამდენიმე სახეობა შეტანილია IUCN-ის წითელ ნუსხაში; საქართველოს კანონმდებლობით ჩვეულებრივი უფეხურას უკანონო მოპოვების გამო იურიდიული ან ფიზიკური პირი ჯარიმდება 1 კგ-ზე 15 ლარით.[1]

უფეხურასებრნი

დიდი ტყის უფეხურა (Nyctibius griseus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caprimulgidae (Vigors, 1825)

ლიტერატურა რედაქტირება

  • N. Cleere. 1999. Family Caprimulgidae (Nightjars). In del Hoyo J., Elliott A., Christie D., eds. Vol. 5. // Путеводитель по птицам мира = Handbook of the birds of the world. — Barcelona: Lynx Edicions, 1999. — 759 с. — ISBN 8487334253.
  • Charles Gald Sibley, Jon Edward Ahlquist. Phylogeny and classification of birds. — New Haven, Conn.: Yale University Press, 1990.

სქოლიო რედაქტირება