ჩვეულებრივი კოწახური
ჩვეულებრივი კოწახური[1] (ლათ. Berberis vulgaris) — მცენარე კოწახურისებრთა ოჯახისა. 3 მეტრამდე სიმაღლის ხე ან ბუჩქია. აქვს სამად გაყოფილი ქაცვისებრი ეკლები (ნორჩ ტოტებზე ზედა ეკლები მარტოულია); თხელი, შიშველი, მწვანე ფერის ფოთლები, ფორმით – ელიფსურიდან მოგრძოლანცეტამდე, რომლებიც ფუძისკენაა შევიწროებული და კიდეებზე ხერხკბილა. ყვავილედი მრავალყვავილიანია, ქვევით ჩამოკიდებული. ყვავილი ფერად ყვითელია. ნაყოფს ელიფსის ფორმა აქვს, ფერად წითელია, იშვიათად — ყვითელი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს მაის-ივლისში. გავრცელებულია კავკასიაში, ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ტყისპირა ადგილებში, ხეობებში, ბუჩქნარებში.[2]
ჩვეულებრივი კოწახური | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ნაყოფიანი ტოტი | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Berberis vulgaris L., 1753 | |||||||||||||||
|
ფშავში ეწოდება ეკალძმარა; ხევსურეთში — ესკალძმარა; რაჭაში — კვაწახური; მთიულეთში — კოწმახური; ჭანურად — კაწახური; მეგრულად — კორწოხული; სვანურად — გვაწხირ, გოწხირ.[1]
გალერეა
რედაქტირება-
ყვავილებიანი ტოტი
-
ნაყოფი
-
ბოტანიკური ილუსტრაცია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მაყაშვილი ა., ჩვეულებრივი კოწახური // ბოტანიკური ლექსიკონი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 76.