ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა

აბუზარ აიდამიროვის სახელობის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა (ჩეჩ. Нохчийн Республикан Халкъан библиотека) — პირველი სახალხო ბიბლიოთეკა გროზნოში, დაარსებულია 1904 წელს. 1920 წელს გადაიყვანეს სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხოლო 1929 წელს, როდესაც გროზნო გახდა ჩეჩნეთის ავტონომიური ოლქის ცენტრი, ბიბლიოთეკაც საოლქო გახდა, ხოლო 1936 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთმა მიიღო რესპუბლიკის სტატუსი და შესაბამისად ბიბლიოთეკაც რესპუბლიკური გახდა. 2013 წელს აბუზარ აიდამიროვის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბიბლიოთეკას მისი სახელი უწოდეს.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული ბიბლიოთეკა
Нохчийн Республикан Халкъан библиотека
ქვეყანა რუსეთი
ტიპი ეროვნული ბიბლიოთეკა
კოორდინატები 43°19′27″ ჩ. გ. 45°41′05″ ა. გ. / 43.32417° ჩ. გ. 45.68472° ა. გ. / 43.32417; 45.68472
კოლექცია
შეგროვებული ნივთი წიგნები, ჟურნალები, გაზეთები
მოცულობა 1,5 მლნ
მიღება და სარგებლობა
მკითხველი 6 000
სხვა ინფორმაცია
დირექტორი საციტა ისაილოვა
პერსონალი 120
საიტი www.biblioteka-chr.ru

ისტორია რედაქტირება

დაარსება რედაქტირება

რესპუბლიკური ბიბლიოთეკა გაიხსნა 1904 წლის ოქტომბერში, გროზნოში მდებარე პუშკინის სასწავლებლის პედაგოგების ძალისხმევით. წიგნადი ფონდი თავდაპირველად ჩამოყალიბდა მოქალაქეების შემოწირულობებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ბიბლიოთეკა იყო გროზნოს ერთ-ერთი კულტურული დაწეებულება. ოქტომბრის გადატრიალებამდე მისი წიგნადი ფონდი 14 ათას წიგნსა და ჟურნალს მოითვლიდა, ბიბლიოთეკას კი ჰყავდა 1172 მკითხველი[1].

1920 წელს ბიბლიოთეკა გადაიყვანეს სახელმწიფო დაფინანსებაზე, რომლის შემდეგაც მან მიიღო საოლქო ბიბლიოთეკის სტატუსი[1].

1927 წელს ბიბლიოთეკის თანამშრომელმა რაისა კონონენკომ მონაწილეობა მიიღო განმანათლებელთა პირველ საკავშირო ყრილობაში, რომელიც გაიმართა მოსკოვში. 1934 წელს ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გაერთიანდა და ეწოდა ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი ამავე წელს ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს ივან სერგეევი, რომელიც ამ თანამდებობაზე იყო 1964 წლამდე[1].

1936 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთი რესპუბლიკად გადაიქცა, ხოლო ბიბლიოთეკამ მიიღო რესპუბლიკურის სტატუსი[1].

დიდი სამამულო ომი რედაქტირება

1943 წლის იანვარში ფრონტის ხაზის ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვართან მოახლოებასთან დაკავშირებით ბიბლიოთეკამ დროებით შეაჩერა მუშაობა. ბიბლიოთეკა კვლავ გაიხსნა ამავე წლის სექტემბერში. ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის პერიოდში თანამშრომლებმა დამალეს და გადაარჩინეს ჩეჩნური და ინგუშური ლიტერატურის დიდი რაოდენობა[1].

ომისშემდგომი წლები რედაქტირება

1945 წლის 11 ივლისს ანტონ ჩეხოვის გარდაცვალების 40 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკას მიენიჭა მისი სახელი. 1964 წელს ბიბლიოთეკის დირექტორი გახდა ინა გოლიკოვა. 1966 წელს ანტონ ჩეხოვის სკვერში გაიხსნა ბიბლიოთეკის ახალი შენობა[1].

1980 წელს ბიბლითეკის დირექტორად დანიშნეს ჩეჩენი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე თამარა გაბისოვა, ერთ-ერთი პირველი ნაციონალური სპეციალისტი, რომელსაც დამტავრებული ჰქონდა ლენინგრადის ნადეჟდა კრუპსკაიას სახელობის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი[1].

1983 წელს ბიბლიოთეკას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსალური სასწავლო ბიბლიოთეკის სტატუსი. 1980-იან წლებში ბიბლიოთეკაში ყოველწლიურად შედიოდა 35 ათასი წიგნი, 60 დასახელების გაზეთი და 485 დასახელების ჟურნალი. 1990-იანი წლების დასაწყისში ბიბლიოთეკის საერთო ფონდი შეადგენდა 2,65 მლნ ერთეულს[1].

დიდი ხნის განმავლობაში ბიბლიოთეკა წარმოადგენდა კრასნოდარის კულტურის ინსტიტუტის, დაღესტნის უნივერსიტეტისა და მოსკოვის კულტურის ინსტიტუტის სტუდენტების საპრაქტიკო ბაზას[1].

პოსტსაბჭოთა პერიოდი რედაქტირება

1993 წელს ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ედლბეკ ხასმაგომადოვი[2].

1994-1995 წლების საომარი მოქმედებების პერიოდში ბიბლიოთეკა მთლიანად განადგურდა, ხოლო მისი უნიკალური ფონდი დაიწვა[1].

ბიბლიოთეკამ მუშაობა განაგრძო ქალაქის სტადიონის ტრიბუნების ქვეშ გამოუსადეგარ სათავსოში. 1995 წელს კი მიენიჭა ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი.

ახალი ფონდი დაკომპლექტდა დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და სტავროპოლის ბიბლიოთეკებიდან გაგზავნილი ლიტერატურით. ბიბლიოთეკას წიგნებს ჩუქნიდა გროზნისა და სხვა დასახლებების მაცხოვრებლები[1].

2013 წლის 23 მარტს გაიხსნა ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი შენობა. იგი განთავსებულია გროზნოს ცენტრში. 2013 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა აბუზარ აიდამიროვის სახელი[3].

2013 წელს ნალჩიკში გამართულ ფესტივალზე „ჩრდილოეთ კავკასიის არქიტექტურის ტრადიციები და ნოვატორობა“ შენობის პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში „ნაგებობა“[4][5][6][7][8][9][10].

2017 წელს გაიხსნა ბიბლიოთეკის ელექტრონული ფონდი[11].

ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები რედაქტირება

  • 1934—1964 — ივან სერგეევი;
  • 1964—1978 — ინა გოლიკოვა;
  • 1978—1980 — პოლინა გორბუნოვა;
  • 1980—1993 — თამარა გაბისოვა;
  • 1993—2014 — ედილბეკ ხასმაგომადოვი;
  • 2014—დან — საციტა ისრაილოვა[12].

ლიტერატურა რედაქტირება

  • Альтимирова З. Х-А. Национальная библиотека: история и современность (1904—2004). Библиографический указатель. — Гр.: ГУП «Книжное издательство», 2004. — 200 экз.
  • Ваксман Александр. Записки краеведа. — Гр.: Чечено-Ингушское книжное издательство, 1984. — С. 19—21. — 96 с. — 5000 экз.
  • Музакаев Дикалу. Чеченская культура — от традиционности к современности. — Гр.: ФГУП «Издательско-полиграфический комплекс», 2012. — 280 с. — 800 экз.
  • Чечня: право на культуру. — М.: «Полинформ-Талбури», 1999. — С. 25—28. — 120 с. — 1500 экз.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Национальная библиотека ЧР. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-29. ციტირების თარიღი: 2014-07-29.
  2. Светлана Емельянова. (2013-05-26) Национальная библиотека ЧР не будет зарабатывать на читателях. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
  3. Национальной библиотеке ЧР присвоено имя А. Айдамирова დაარქივებული 2014-07-29 საიტზე Wayback Machine.
  4. Здание Национальной библиотеки — лучшее на Северном Кавказе
  5. Национальная библиотека Чеченской Республики
  6. Топ-10 знаковых библиотек России. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-10. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  7. Национальная библиотека Чечни победила в конкурсе «Традиции и новаторство в архитектуре Северного Кавказа». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  8. Национальная библиотека Чечни признана лучшей постройкой Северного Кавказа, 6.11.13
  9. Лучшей постройкой Северного Кавказа признали здание Национальной библиотеки Чечни. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-11. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  10. Национальная библиотека Чеченской Республики признана лучшей постройкой Северного Кавказа
  11. Заместитель председателя Правительства РФ Ольга Голодец во главе делегации руководства федеральных органов исполнительной власти социального блока и Минкавказа России посетила Чеченскую Республику. minkavkaz.gov.ru (2017-05-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-02. ციტირების თარიღი: 2017-11-26.
  12. ГБУ «Национальная библиотека ЧР имени Абузара Абдулхакимовича Айдамирова». mk-chr.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-20. ციტირების თარიღი: 2017-11-26.