ჩესკი-კრუმლოვი
ჩესკი-კრუმლოვი (ჩეხ. Český Krumlov) — პატარა ქალაქი ჩეხეთში, სამხრეთ ბოჰემიის რეგიონში. ცნობილია თავის დახვეწილი არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც ძველ, ისტორიულ, ჩესკი-კრუმლოვის ციხესიმაგრის ქალაქს მიეკუთვნება. 1992 წლიდან, ქალაქის ძველი ნაწილი პრაღის ციხესიმაგრეების რაიონთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ჩესკი-კრუმლოვი Český Krumlov | |||||
| |||||
ქვეყანა | ჩეხეთი | ||||
შიდა დაყოფა | Domoradice[1] , Horní Brána[1] , Latrán[1] , Nádražní Předměstí[1] , Nové Dobrkovice[1] , Nové Spolí[1] , Plešivec[1] , Slupenec[1] , Vnitřní Město[1] და Vyšný[1] | ||||
კოორდინატები | 48°48′39″ ჩ. გ. 14°18′54″ ა. გ. / 48.81083° ჩ. გ. 14.31500° ა. გ. | ||||
მაიორი | Alexandr Nogrády[2] | ||||
პირველი ხსენება | 1253 | ||||
ფართობი | 22.16 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 492 მ | ||||
მოსახლეობა | 14 056 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 634 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 381 01 | ||||
საავტომობილო კოდი | C | ||||
ოფიციალური საიტი | ckrumlov.info/docs/en/kaktualita.xml | ||||
ქალაქისა და ციხესიმაგრის მშენებლობა XIII საუკუნეში დაიწყო მდინარე ვლტავის სანაპიროზე, იმ ადგილას, რომელიც ბოჰემიის მნიშვნელოვან სავაჭრო გზებს უყრიდა თავს. 1302 წლისთვის, ქალაქიც და ციხესიმაგრეც დიდებულებს — როზენბერგის ოჯახს ეკუთვნოდა. 1602 წელს ის საღვთო რომის იმპერატორმა რუდოლფ II-მ იყიდა და თავის ვაჟს გადასცა. იმპერატორმა ფერდინანდ II-მ კი ის ეგენბერგების ოჯახს გადასცა. 1719 წლიდან 1945 წლამდე ციხესიმაგრე შვარცენბერგების ოჯახს ეკუთვნოდა. ციხისა და ძველი ქალაქის არქიტექტურის უდიდესი ნაწილი XIV-XVII საუკუნეებს მიეკუთვნება. ქალაქის სტრუქტურა მთლიანად გოტიკურ, რენესანსულ ან ბაროკოს სტილშია გადაწყვეტილი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი
- Český Krumlov's Common Licensed Photos დაარქივებული 2011-07-22 საიტზე Wayback Machine.
- ქალაქის ისტორია (ჩეხური)
- Official pages of the State Castle Český Krumlov დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- State Castle Český Krumlov
- Museum on the local passion play and other items
- International Music Festival Český Krumlov
- Shuttle bus transportation
- virtual show
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 617 ინგლ. • რუს. • ფრ. |