ვლტავა (ჩეხ. Vltava, გერმ. Moldau, პოლ. Wełtawa) — მდინარე ჩეხეთში. მდინარე ელბის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 430 კმ, აუზის ფართობი 28 090 კმ². სათავეს იღებს შუმავის მთებში. მიედინება ბუდეიოვიცეს ვაკეზე, შემდეგ — შუა ჩეხეთის მაღლობზე. გაზაფხულზე იცის წყალდიდობა, ზაფხულში წყალმარჩხია. ჩეხეთის რესპუბლიკის უგრძესი მდინარეა. მასზე 18 ხიდია აგებული, რომელთაგან აღსანიშნავია ისტორიული კარლის ხიდი. ჩეხეთის დედაქალაქი — ქალაქი პრაღა გაშენებულია მდინარე ვლტავის ნაპირზე. 1950-იან წლებში მდინარეზე ააშენეს რამდენიმე კაშხალი. უდიდესია ლიპნოს კაშხალი შუმავაში. სანაოსნოა შესართავიდან ქალაქ შტეხოვიცემდე (84 კმ). ზემო დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად. ძველი არხით შეერთებულია მდინარე დიდ მიულთან (დუნაის შენაკადი ავსტრიაში).

ვლტავა
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
ქალაქები პრაღა
ჩესკე-ბუდეიოვიცე.
სათავე შუმავა
48°51′33″ ჩ. გ. 13°53′37″ ა. გ. / 48.85917° ჩ. გ. 13.89361° ა. გ. / 48.85917; 13.89361
სიგრძე 430 კმ
აუზის ფართობი 28 090 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ვლტავა ვიკისაწყობში

ვლტავას ნაპირებზე მდებარეობს ორი ქალაქი: პრაღა და ჩესკე-ბუდეიოვიცე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება