ჩერჩენი (მდინარე)
ჩერჩენი (უიღ. چەرچەن دەرياسى, ჩინ.: 车尔臣河), ციემო (ჩინ.: 且末河) — მდინარე დასავლეთ ჩინეთში. სათავეს იღებს არქათაღის ქედზე, კუნლუნუს მთებიდან გამოსვლის შემდეგ მიედინება უდაბნო ტაკლა-მაკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირა მხარეს. ჩაედინება ტბა ყარაბურანქოლში, წყალდიდობის დროს ივლის-აგვისტოში აღწევს ლობნორის ტბის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ჭაობებს. სიგრძე ყარაბურანქოლის ტბამდე 725 კმ-ია. მთებიდან გამოსვლისას წყლის საშუალო ხარჯია 20 მ³/წმ. რწყავს ჩერჩენის ოაზისს. ქვემო დინებაში წლის უდიდეს დროს უწყლოა.[1]
ჩერჩენი უიღ. چەرچەن دەرياسى, ჩინ.: 车尔臣河 | |
---|---|
ქვეყანა | ჩინეთი |
ტერიტორიული ერთეულები | სინძიანი |
სათავე |
არქათაღი 37°34′08″ ჩ. გ. 87°56′14″ ა. გ. / 37.568944° ჩ. გ. 87.937306° ა. გ. |
შესართავი |
ყარაბურანქოლი 39°27′06″ ჩ. გ. 88°21′58″ ა. გ. / 39.451694° ჩ. გ. 88.366167° ა. გ. |
სიგრძე | 725 კმ |
წყლის ხარჯი (საშ.) | 20 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ჩერჩენი ვიკისაწყობში |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Черчен // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 29 — М., 1978.