ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩერი ბლერი (ინგლ. Cherie Blair დ. 23 სექტემბერი, 1954, ბერი, დიდი მანჩესტერი, ინგლისი), ასევე   ცნობილია როგორც შერი ბუტიბრიტანელი ადვოკატი , ლექტორი , მწერალი.  დიდი ბრიტანეთის  ყოფილი პრემიერ- მინისტრის ტონი ბლერის მეუღლე.

ჩერი ბლერი
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1954 (66 წლის)
ბერი, დიდი მანჩესტერი, ინგლისი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
პროფესია ადვოკატი /ბარისტერი
პარტია ლეიბორისტული
მეუღლე(ები) ტონი ბლერი
შვილ(ებ)ი 4
საიტი [[1]]

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჩერი ბლერი დაიბადა 1954 წლის 23 სექტემბერს ინგლისში, ბერიში .როდესაც ჩერი 8 წლის იყო, მამამისმა, ბრიტანელმა მსახიობმა ტონი ბუთმა მიატოვა დედა, ბრიტანელი მსახიობი გეილ ჰოვარდი. ჩერი და მისი უმცროსი და ბებიებთან გაიზარდნენ. დები დადიოდნენ კროსბისა და მერსისაიდის კათოლიკურ სკოლებში.. ჩერი ასევე ზღვისპირა მონასტრის გრამატიკულ სკოლაში ესწრებოდა გაკვეთილებს, რომელიც ახლა კათოლიკური კოლეჯის-„წმინდა გულის“  ნაწილია.

ჩერი ბლერმა იურისპრუდენცია ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში  შეისწავლა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. მოგვიანებით ჩააბარა სამართლის უნივერსიტეტში და გაიარა ადვოკატთა პროფესიული კურსი.

1983 წელს გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო არჩევნებში ჩერი ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი იყო კენტში,  ჩრდილოეთ თანეტის ოლქში, სადაც დამარცხდა როჯერ გეილთან.[1]

 
ტონი ბლერთან ერთად
 
28 ივლისი 200 7 წ.
 
ჩერი ბლერი

1976 წელს ჩერი ბარისტერი გახდა, ხოლო 1995 წელს-სამეფო ადვოკატი.  1999 წელს დანიშნეს რეკორდერად (მუდმივი თანამოსამართლე) საოლქო და სამეფო სასამართლოებში.[2]

ჩერი ბლერი იყო ლონდონში ადვოკატთა პალატის Matrix Chambers  დამფუძნებელი და წევრი. Matrix Chambers  დაარსდა 2000 წელს, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სპეციალიზაციით, თუმცა პალატის წევრები ასევე  საქმიანობენ გაერთიანებული სამეფოს საჯარო და კერძო სამართლის, ევროკავშირის სამართლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა სფეროში.

იგი არის იურიდიული ფირმის Omnia Strategy LLP- ის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. კომპანია სპეციალიზებულია შრომის სამართალში, დისკრიმინაციაში, საჯარო სამართალში და, როგორც ასეთი, პერიოდულად წარადგენს განმცხადებლებს, რომლებიც აწარმოებენ საქმეებს დიდ ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ.

ჩერი ბლერი არაერთ წამყვან საქმეში გამოჩნდა. თვალსაჩინო მაგალითია ევროპულ სასამართლოში აღძრული საქმე სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაციის შესახებ.[3][4]

2011 წელს ბლერმა ამერიკელ პარტნიორ გეილ ლესესთან ერთად ჩამოაყალიბა Mee Healthcare. კომპანიამ  2015 წლის ივნისში შეწყვიტა საქმიანობა.[5]

სამცნიერო კარიერა

რედაქტირება

1999 წლიდან 2006 წლამდე იყო ლივერპულის ჯონ მურის უნივერსიტეტის მესამე რექტორი. 2006 წლის 26 ივლისს ბლერს მიენიჭა ემერიტუსის საპატიო წოდება, ხოლო უნივერსიტეტმა თავის ახალ შენობას საპატიო სახელი  "ჩერი ბუთი" უწოდა. ჩერი ბლერი ასევე გახლდათ ლონდონის ეკონომიკის სკოლისა და ღია უნივერსიტეტის გუბერნატორი. 2011 წლის 2 მარტს  დაინიშნა აზიის ქალთა უნივერსიტეტის რექტორად.[6]

1999 წლის ივლისში, ბლერმა დიდი ბრიტანეთის ღია უნივერსიტეტიდან მიიღო  წოდება Honoris causa (DUniv).[7]

ქველმოქმედება

რედაქტირება

ბლერი ასევე მფარველობს მთელ რიგ საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

2008 წელს ჩერი ბლერმა დააარსა ფონდი  Cherie Blair Foundation for Women, რომლის ძირითადი ფუნქცია არის მეწარმე ქალთა მხარდაჭერა განვითარებად ქვეყნებში. 2018 წლის ივნისში, მისი ფონდი წარმოდგენილი იყო ლონდონის საერთაშორისო ფორუმზე.[8][9]

2013 წელს მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენი.[10]

1976 წელს,  სწავლის პერიოდში, ჩერი შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს და პრემიერ მინისტრ ტონი ბლერს. ისინი დაქორწინდნენ 1980 წლის 29 მარტს.  წყვილს  ჰყავს სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი: ეუანი (1984 წ.), ნიკოლასი (1985 წ.), კატრინი (1988 წ.) და ლეო (2000 წ.)

ლეო პირველი ბავშვი იყო, ვინც 150 წლის განმავლობაში მოქმედ პრემიერ-მინისტრს შეეძინა.[11]

ჩერი ბლერის  პირველი შვილიშვილი 2016 წლის ოქტომბერში დაიბადა.[12]

პუბლიცისტიკა

რედაქტირება

ჩერი ბლერმა დაწერა  მემუარების წიგნი Speaking for Myself: The Autobiography (საუბარი საკუთარი თავისთვის: ავტობიოგრაფია), რომელიც გამოვიდა 2008 წლის მაისის ბოლოს. წიგნი შესულია Sunday Times- ის ბესტსელერების სიაში.[13][14]

  1. Blair, Cherie (2008). Speaking for Myself: My Life from Liverpool to Downing Street. Little, Brown.
  2. Comment by Cherie about Tony is naive. Lancashire Telegraph.
  3. Cherie Booth in plea for gay rights,[მკვდარი ბმული] The Independent.
  4. "Cover-up claim over Cherie Blair court remark to Muslim". BBC News. 19 June 2010. Retrieved 19 October2013.
  5. Cherie Blair's health business goes spectacularly wrong as company goes bust,[მკვდარი ბმული] www.telegraph.co.uk, The Telegraph.
  6. Cherie Blair Named Chancellor of Asian University for Women. PR Newswire. UBM plc.
  7. Cherie Blair opens extension at Jospice in Thornton. YouTube.
  8. Cherie Blair Foundation for Women. Cherieblairfoundation.org.
  9. Global, Power Brands Power Brands Global. Power Brands Global.
  10. New Year Honours—United Kingdom, С. 7.
  11. Equality between men and women is still 170 years away.
  12. Facts: Life and times of Tony Blair, Edition.cnn.com.
  13. "Blair, Cherie. Speaking for Myself: My Life from Liverpool to Downing Street (ინგლ.). — Little, Brown, 2008. — P. 9.
  14. Blair, Cherie. Speaking for Myself: The Autobiography . — Little, Brown and Company,
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩერი_ბლერი“-დან