მთავარი მენიუს გახსნა

ჩელეთი — ისტორიული კახეთის უძველესი ცენტრი „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით. ჩელეთის თავდაპირველი სახელია „ბერ“. ვახუშტი ბაგრატიონის (XVIII ს.) თანახმად, ჩელეთი იგივე გვიანდელი პერიოდის ჟალეთია. მდებარეობდა მდინარე ივრის ხეობის ზემო წელზე. V საუკუნეში მეფე ვახტანგ I-მა გორგასალმა ჩელეთის საეპისკოპოსო დააარსა. წყაროებში ჩელეთი უკანასკნელად იხსენიება VIII საუკუნეში როგორც ქართლის სამეფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული.

ლიტერატურარედაქტირება