ჩაღათაი ულუსოი
ჩაღათაი ულუსოი (თურქ. Çağatay Ulusoy; დ. 23 სექტემბერი, 1990, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მოდელი და მსახიობი.
ჩაღათაი ულუსოი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1990 სტამბოლი, თურქეთი |
ეროვნება | თურქი |
საქმიანობა |
მსახიობი მოდელი |
აქტიური | 2010 - დღემდე |
სიმაღლე | 190 სმ |
საიტი | cagatayulusoy.com.tr |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჩაღათაის მამა — ბულგარული წარმოშობის თურქია, რომელიც ბულგარეთიდან თურქეთში წავიდა ემიგრაციაში. დედა კი — ბოსნიური წარმომავლობისაა. მსახიობს ჰყავს უმცროსი ძმა, რომელსაც ატალაი ჰქვია. ჩაღათაი არა მარტო მსახიობი, არამედ მოდელიცაა, რაშიც მას განსაკუთრებულად უწყობს ხელს საკუთარი სიმაღლე (190 სმ). მსახიობმა თავისი კარიერა 19 წლის ასაკში დაიწყო მოდელობით. 2010 წელს მან მოიგო კონკურსი „თურქეთის საუკეთესო მოდელი“. იმავე წელს გამოცდები ჩააბარა სტამბოლის უნივერსიტეტში, ლანდშაფტის არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად მან სამსახიობო დაოსტატებაში დაიწყო მომზადება და „35 Buçuk 'aldıoyunculuk“-ის აკადემიის მხატვრული სასწავლებელის კურსებზეც მოეწყო. კურსის მასწავლებლები აღნიშნავდნენ მის ნიჭიერებასა და შრომის მოყვარეობაზე. ამასთან, მას შოუ-ბიზნესში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ისინი მართლაც არ შემცდარან.
ჩაღათაის პირველი დებიუტი კინოში, 2009 წელს შედგა რეჟისორ ანადოლ ქართა-ლანის მხატვრულ ფილმში „Anadolu Kar-talları“, სადაც მან აჰმეთ ონურის როლი შეასრულა. იმავე წელს დაიწყეს მისი სინჯების გადაღება სერიალში „Adini feriha koydum“. სადაც მას ემირ საფაროღლუს როლი უნდა შეესრულებინა. აღნიშნული სერიალის 1-2 სეზონის გადაღებები 2011 წელს დასრულდა და მან დიდ აღიარებას მიაღწია: თვით თურქეთში, ბულგარეთში, პაკისტანში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. 1 და მე-2 სეზონების წარმატებების შემდეგ, მსახიობი 2012 წელს, შეუცვალეს რა სათაური სერიალს და უწოდეს „Emir'in Yolu“, მე-3 სეზონში მიიწვიეს გადაღებებზე მთავარ როლებში. იმავე წელს მსახიობი გადაიღეს მოკლემეტრაჟიან ფილმშიც. 2013 წელს მან სერიალ „Medcezir“-ზე დაიწყო მუშაობა, რომელის ქართული სახელწოდებაცაა „გზაჯვარედინი“. ამ სერიალში მან ერთ-ერთი მთავარი გმირის, იამან კოპერის როლი წარმატებით შეასრულა.