ჩარტორისკის მუზეუმი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩარტორისკის მუზეუმი (პოლ. Muzeum Czartoryskich; ასევე ცნობილი როგორც თავადების ჩარტორისკის მუზეუმი) — ისტორიული მუზეუმი კრაკოვში, პოლონეთი. თავდაპირველი კოლექცია შეიქმნა 1796 წელს პუავაში, პრინცესა იზაბელა ჩარტორისკას მიერ. მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა 1878 წელს.[1]

ჩარტორისკის მუზეუმი
პოლ. Muzeum Książąt Czartoryskich w Krakowie
50°03′52″ ჩ. გ. 19°56′23″ ა. გ. / 50.06464111° ჩ. გ. 19.93996694° ა. გ. / 50.06464111; 19.93996694
დაარსდა 1878
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
მდებარეობა კრაკოვი
ოფიციალური საიტი https://mnk.pl/oddzial/muzeum-ksiazat-czartoryskich
Map

პუავის კოლექცია ნაწილობრივ განადგურდა 1830 წლის ნოემბრის აჯანყებისა და ჩარტორისკების საკუთრების კონფისკაციის შემდეგ. თუმცა, მუზეუმის კოლექციაში არსებული ექსპონატების უმეტესობა გადარჩა და გადავიდა პარიზში, ლამბერტის სასტუმროში. 1870 წელს პრინცმა ვლადისლავ ჩარტორისკიმ გადაწყვიტა კოლექციების გადატანა კრაკოვში.

მუზეუმის ყველაზე ცნობილი ნახატი არის ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარი ,,ქალი ყარყუმით". ასევე მუზეუმის კოლექცია მოიცავს რემბრანდტის ორ ნამუშევარს, ქანდაკებებს, რენესანსის გობელენებს და დეკორატიულ ხელოვნებას. ასევე მუზეუმში განთავსებულია შემდეგი მხატვრების ტილოები: ჰანს ჰოლბაინ უმცროსი, იაკობ ჟორდაენი, ლუკა ჯორდანო, პიტერ ბრიუგელ უმცროსი, დიერიკ ბუტსი, ჯოოს ვან კლივი, ლორენცო ლოტო, ლუკას კრანახი უმცროსი, ლორენცო მონაკო, ანდრეა მანტეგნა, ალესანდრო მაგნასკო და ქალთა ნახევარ სიგრძის ოსტატი (უცნობი მხატვარი, რომელიც ქალებს ხატავდა სხვადასხვა სიტუაციაში). მუზეუმის მთავარი ნაწილი 2010 წელს დაიხურა რესტავრაციისთვის და გაიხსნა 2019 წლის დეკემბერში.[2] ამ დროის განმავლობაში, კოლექციის ნაწილი სხვაგან იყო გამოფენილი.[3]

სამეფო კოლექციები

რედაქტირება
 
სიბილის ტაძარი, ან ,,მეხსიერების ტაძარი"

პრინცესა იზაბელა ჩარტორისკამ დააარსა მუზეუმი პუავიში პოლონური მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად მისი დევიზის, ,,წარსული მომავლისათვის" შესაბამისად. პირველი ექსპონატი მის 1796 წლის ,,მეხსიერების ტაძარში" იყო თასები, რომლებიც აღნიშნავდნენ 1683 წელს ვენის ბრძოლაში თურქებთან გამარჯვებას. მუზეუმის კოლექციებში წარმოდგენილია ისტორიული არტეფაქტები ვაველის საკათედრო ტაძრის ამოღებული საგანძურიდან, სამეფო ციხიდან და პოლონელი ოჯახების მიერ შემოწირული სხვა საგნებიდან (szlachta).

იზაბელამ ასევე შეიძინა ბრაბანტის ჰერცოგის საგანძური, მათ შორის მისი წიგნები, რომლებიც კოლექციის განსაკუთრებულ ნაწილად ითვლებოდა. მან ასევე შეიძინა სენტიმენტალური მნიშვნელობის საგნები, რომლებიც წარმოადგენდა ადამიანის ცხოვრების დიდებასა და უბედურებას. მათ შორის იყო შექსპირის სკამი, ფრაგმენტები რომეოსა და ჯულიეტას საფლავებიდან ვერონაში, ელ სიდისა და ხიმენას ფერფლი ბურგოსის საკათედრო ტაძრიდან, აბელარდისა და ჰელოიზის, ასევე პეტრარქისა და ლორას რელიქვიები.

ბიბლიოთეკის წიგნების კოლექცია მოგვიანებით გაფართოვდა ტადეუშ ჩაცკის კოლექციით, რომელიც მოიცავდა პოლონეთის უკანასკნელი მეფის სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკის არქივებს.[4] 1798 წელს იზაბელას ვაჟი, პრინცი ადამ იერჟი ჩარტორისკი გაემგზავრა იტალიაში და შეიძინა ლეონარდო და ვინჩის ,,ქალი ყარყუმით", რაფაელის ახალგაზრდა კაცის პორტრეტი და მრავალი რომაული სიძველე. თუმცა, პრინცი ყოველთვის უფრო პოლიტიკოსი იყო, ვიდრე ხელოვნების შემგროვებელი. 1830 წლის ნოემბრის აჯანყების ჩავარდნის შემდეგ იგი გადაასახლეს პოლონეთის სამეფოდან. მან თავი დაიმკვიდრა პარიზში და 1843 წელს შეიძინა სასტუმრო ლამბერტი, რომელიც გახდა როგორც გადასახლებული მაგნატის ოპერაციების ცენტრი, ასევე პოლონეთის ცოცხალი მუზეუმი. მუზეუმის ყველა ობიექტი გამოიფინა პარიზში. წიგნების კოლექცია მიმოფანტული იყო და ათწლეულების განმავლობაში.

პრინცის გარდაცვალების შემდეგ, მისმა უმცროსმა ვაჟმა, პრინცმა ვლადისლავმა აიღო მუზეუმის მართვა ხელში. მან და მისმა დამ, პრინცესა იზაბელა ჯაუინსკამ გააფართოვეს კოლექცია. 1865 წელს პარიზში ხელოვნების დეკორატიული გამოფენის დროს, ვლადისლავმა შექმნა პოლონური ოთახი ცნობილი ხალიჩისა და მისი კოლექციის სხვა ნაწილების გამოფენისთვის.

გადასვლა კრაკოვში

რედაქტირება

1871 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომში საფრანგეთის დამარცხების შემდეგ, პრინცმა ვლადისლავმა ჩაალაგა ან დამალა ყველა ექსპონატი და გაიქცა. 1874 წელს ქალაქმა კრაკოვმა მას შესთავაზა არსენალი Old Wall-ში. 1878 წელს, ასი წლის შემდეგ, რაც პრინცესა იზაბელამ შექმნა თავისი მუზეუმი პუავიში, ახალი მუზეუმი გაიხსნა. პრინცმა ვლადისლავმა გააგრძელა კოლექციის ნივთების დამატება მომდევნო ოცი წლის განმავლობაში, 1894 წელს მის გარდაცვალებამდე. ვლადისლავის ვაჟმა, პრინცმა ადამ ლუდვიკმა, განაგრძო მამის საქმე. 1897 წელს მან მიიღო ქონება იმპერატორ ფრანც-ჯოზეფისგან. იმ მომენტში მისი კაპიტალური აქტივები შეფასდა 4,5 მილიონი ავსტრიული ქრაუნით, კოლექციების ჩათვლით.

განახლება

რედაქტირება

2010 წელს მუზეუმი დაიხურა რემონტისა და მოდერნიზაციისათვის.[5] კოლექციის ნაწილი დროებით გამოიფინა სხვა ადგილებში. არსენალის შენობაში ნაჩვენები იყო 350 შერჩეული ნივთი, ხოლო ,,ქალი ყარყუმით" გადაიტანეს კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. 2016 წელს კოლექციები და მუზეუმის შენობა პრინცმა ადამ კაროლ ჩარტორისკიმ Polish Nation-ს გადასცა თავისი სახელით და ჩარტორისკის მთავარი ფილიალის სახელმწიფო ხაზინის სახელით. პრინც ჩარტორისკის ფონდმა Polish Nation-სგან (კულტურის სამინისტრო) მიიღო 105 მილიონი აშშ დოლარი, რაც კოლექციების 3 მილიარდი ევროს სავარაუდო საბაზრო ღირებულების 5%-ზე ნაკლებს შეადგენს. აღდგენილი მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 2019 წლის 19 დეკემბერს.[6]

Polish Nation-სთვის ჩარტორისკის მუზეუმის შემოწირულობა გააპროტესტა პრინც ადამ კაროლის ქალიშვილმა თამარამ, რომელმაც 2018 წელს ადა კაროლსა და მის ქალიშვილს შორის ოჯახური სამართალწარმოება გამოიწვია.[7][8][9][10]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Olivia Petrides, Anthem Guide to the Art Galleries and Museums of Europe. Page 509. Anthem Press, 2009, ISBN 1-84331-273-5.
  2. "The Lady is back!". Po blisko dekadzie królowa polskich muzeów wróciła na swoje miejsce“. ციტირების თარიღი: 20 December 2019.
  3. Princes Czartoryski Museum in Krakow | Muzeum Czartoryskich. ციტირების თარიღი: Apr 27, 2020
  4. Shakespeare’s Chair and the Polish Princess – European Romanticisms in Association.
  5. What the sale of the Czartoryski collection says about Poland today (Feb 27, 2017). ციტირების თარიღი: Apr 27, 2020
  6. Kraków reopens Czartoryski Museum. ციტირების თარიღი: Apr 27, 2020
  7. Tamara Czartoryska poszła z rodziną na wojnę. Ojciec starszy córkę procesem pl. ციტირების თარიღი: 2020-07-06
  8. Gazur, Łukasz. (2018-05-16) Nowe fakty w sprawie Czartoryskich. Adam Karol Czartoryski pozywa córkę Tamarę. Ona ujawnia nowe informacje pl-PL. ციტირების თარიღი: 2020-07-06
  9. Szymański, Damian; Maja 18 21:56, 13; 176 813. (2018-05-13) Adam Czartoryski nie wytrzymał. Składa pozew przeciwko córce Tamarze. "Zrobił to z ciężkim sercem" pl. ციტირების თარიღი: 2020-07-06
  10. "Nienawidzi Polski i Polaków". Tamara Czartoryska pozwana przez ojca pl. ციტირების თარიღი: 2020-07-06