ჩარლზ ჩაპლინის ფილმოგრაფია

ჩარლი ჩაპლინი იყო ბრიტანელი კინომსახიობი, კომიკოსი, რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარის ავტორი, მუსიკოსი და კომპოზიტორი, რომლის კარიერა 1914 წლიდან 1967 წლამდე გაგრძელდა. ჩაპლინი, მისი კინოკარიერის დაწყებისთანავე, ჩამოყალიბდა მსოფლიოს მასშტაბის სინემატიკურ კერპად. ამ დიდი წარმატების საწინდარი იყო პერსონაჟი - მაწანწალა. 1910-იან და 1920-იან წლებში ჩაპლინი იყო მიჩნეული მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ადამიანად. [1]

A smiling man with a small moustache wearing a bowler hat and a tight-fitting necktie and coat
ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟი - მაწანწალა

ჩაპლინი დაიბადა ლონდონში და კარიერა დაიწყო ცხრა წლის ასაკში.[2] 1913 წელს, როდესაც ჩაპლინი იმყოფებოდა ტურნეზე ფრედ კარნოს დასთან ერთად აშშ-ში, მიიღო მაკ სენეტის Keystone Studios-სთან თანამშრომლობის შემოთავაზება, რასაც ჩაპლინი დათანხმდა. Keystone-თან თანამშრომლობის დროს, მან დაიწყო რამდენიმე ფილმისთვის სცენარის წერა და რეჟისორობა. 1915 წელს ჩაპლინმა ხელშეკრულება გააფორმა Essanay Studios-სთან, ხოლო ერთი წლის შემდეგ - Mutual Film-თან. 1918 წელს ჩაპლიმა დაიწყო საკუთარი ფილმების გამოცემა. თავდაპირველად, მათ უშვებდა First National-თან თანამშრომლობით, შემდეგ კი United Artists-ის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გაერთიანება დააარსა ჩაპლინმა მერი პიკფორდის, დუგლას ფერბენკსისა და დევიდ გრიფიტისთან ერთად.[3] 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-იანი წლების დასაწყისში ჩაპლინს დააბრალეს კომუნიზმთან თანამშრომლობა, რაც თავად უარყო.[4] მიუხედავად აშშ-ში მრავალწლიანი ცხოვრებისა, ჩაპლინმა უარი განაცხადა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაზე და კვლავ ბრიტანეთის ქვეშევრდომი რჩებოდა. 1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება.[5] ჩაპლინი საბოლოოდ დასახლდა შვეიცარიაში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.

ცხოვრების მანძილზე, ჩაპლინმა მიიღო კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის სამი ჯილდო. კინოაკადემიის პირველ ცერემონიაზე, რომელიც ჩატარდა 1929 წლის 16 მაისს, ჩაპლინმა მიიღო საპატიო ორდენი სცენარის ავტორობის, რეჟისურის, პროდიუსერობისა და მსახიობობისთვის ფილმში ცირკი (1928)[6][7] 1972 წელს იგი დაბრუნდა აშშ-ში, რათა მიეღო შემდგომი საპატიო წოდება, ამ შემთხვევაში კინოსამყაროში მიღწეული საერთო წარმატებისთვის. მომდევნო წელს ჩაპლინის რამპის ჩირაღდნების მუსიკამ მიიღო კინოაკადემიის ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მუსიკა ფილმისთვის“. მიუხედავად ოცი წლის გასვლისა, რამპის ჩირაღდნები ლოს-ანჯელესში არ გამოცემულა 1972 წლამდე, შესაბამისად, კინოაკადემიის დაჯილდოებას არ ჰქონდა უფლება აქამდე წარედგინა იგი ცერემონიაზე.[7] 1940 წლის ოსკარის ცერემონიაზე, ჩაპლინი ნომინირებული იყო კატეგორიებში საუკეთესო მსახიობი მამაკაცი და საუკეთესო სცენარი ფილმისთვის დიდი დიქტატორი, ხოლო 1947 წელს მესიე ვერდუს სცენარისთვის.[7]

2009 წლის მონაცემებით, ჩაპლინის ხუთი სრულმეტრაჟიანი ფილმი არის დამატებული ეროვნული ფილმების რეესტრში: ემიგრანტი (1917), ოქროს ციებცხელება (1925), დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931), ახალი დროება (1936), და დიდი დიქტატორის (1940). ასევე არჩეული იქნა ფილმი აჩვენე ხალხს (1928).[8] ჩაპლინმა, მის მიერ მოძრავ ფილმებში გაწეული სამოშაოსთვის, მიიღო საპატიო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.[9]

ოფიციალური ფილმები

რედაქტირება

1965 წელს ჩაპლინმა დაამტკიცა თავისი ოფიციალური ფილმოგრაფია და წარუდგინა საზოგადოებას თავის წიგნ ჩემ ავტობიოგრაფიასთან ერთად. ფილმოგრაფია შეიცავდა 1914 წლის შემდეგ გამოცემულ 80 კინოფილმს. ახალი დეტალები იქნა წარმოდგენილი დევიდ რობინსონის 1985 წლის ბიოგრაფიაში ჩაპლინი: მისი ცხოვრება და ხელოვნება, რომელიც შეიცავდა ჩაპლინის უკანასკნელ ფილმს გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), როგორც 81-ე ჩანწერი. 2010 წელს 82-ე ფილმი დაემატა ჩაპლინის შემოქმედებას. ეს ფილმი იყო ახლადაღმოჩენილი Keystone-ის ქურდის დამჭერი, რომელიც აქამდე ითვლებოდა დაკარგულად.[10]

ყველა ჩაპლინის ფილმი ცირკის (1928) ჩათვლით იყო მუნჯი, თუმცა ბევრი მათგანი ხელახლა გამოიცა საუნდტრეკებით. დიდი ქალაქის ჩირაღდნები (1931) და ახალი დროება (1936) არსებითან იყო მუნჯი ფილმები, თუმცა ფილმს თან ახლდა მუსიკა და ხმის ეფექტები, რომელიც შემდგომ ნელ-ნელა გადაიზარდა ლაპარაკში. ჩაპლინის ბოლო ხუთი ფილმი იყო ხმოვანი. გარდა ფილმისა გრაფინია ჰონგ-კონგიდან, ჩაპლინის ყველა ფილმი გადაღებული იყო 35მმ-იან შავ-თეთრ ფორმატში.

გარდა მითითებულებისა, გამოცემის თარიღები, პერსონაჟის სახელები და ქვემოთ წარმოდგენილი შენიშვნები გადმოწერილია ჩაპლინის ავტობიოგრაფიიდან, რობინსონის წიგნისა და ჯერალდ. დ. მაკდონალდის, მაიკლ კონუეისა და მარკ რიჩის წიგნიდან ჩარლი ჩაპლინის ფილმები (1965).

ჩაპლინმა ითამაშა Keystone Studios-ის 36 ფილმში. ყველა ამ ფილმის პროდიუსერი იყო მაკ სენეტი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ერთნაწილიანი.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
2 თებერვალი, 1914 ცხოვრების სახსარი თაღლითი
7 თებერვალი, 1914 საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში მაწანწალა გამოცემულია ნახევარ ნაწილად (ე.ი ორი ფილმი ერთ კოჭზე) საგანმანათლებლო ფილმთან "ზეთის ხილები და ხეები" ერთად
9 თებერვალი, 1914 მეიბლის უცნაური გასაჭირი მაწანწალა
19 თებერვალი, 1914 ქურდის დამჭერი პოლიციელი კინოფილმი აღმოჩენილი იქნა 2010 წელს[10]
28 თებერვალი, 1914 ორ თავსხმას შორის კოპწია
2 მარტი, 1914 ჯონი კინოში ფილმ ჰონი
9 მარტი, 1914 არეული ტანგო ნასვამი მოცეკვავე
16 მარტი, 1914 მისი საყვარელი გასართობი მსმელი
26 მარტი, 1914 წყეული, წყეული სიყვარული მეფე ჰელპუსი
4 აპრილი, 1914 თითით საჩვენებელი მდგმური ვარსკვლავი პენ­სი­ო­ნე­რი
18 აპრილი, 1914 მეიბლი საჭესთან არამზადა 2 ნაწილიანი
20 აპრილი, 1914 ოცწუთიანი სიყვარული კი კი ჯიბის ქურდი
27 აპრილი, 1914 კაბარეში წაასწრეს ოფიციანტი 2 ნაწილიანი
ასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი
4 მაისი, 1914 წვიმამ მოუსწრო კი კი ნასვამი სასტუმროს სტუმარი
7 მაისი, 1914 საქმიანი დღე კი კი ცოლი გამოცემულია ნახევარ ნაწილად საგანმანათლებლო ფილმ "დილის ფურცლებთან" ერთად
1 ივნისი, 1914 საბედისწერო ჩაქუჩი თაყვანისმცემელი
4 ივნისი, 1914 მისი მეგობარი ბანდიტი კი ბანდიტი ჩაპლინის ერთადერთი დაკარგული ფილმი.[11]
ასევე რეჟისორი: მეიბლ ნორმანდი
11 ივნისი, 1914 ნოკაუტი მსაჯი 2 ნაწილიანი
13 ივნისი, 1914 მეიბლის საქმიანი დღე ნასვამი აბეზარი ადამიანი
20 ივნისი, 1914 მეიბლის ცოლქმრული ცხოვრება კი კი მეიბლის ქმარი ასევე სცენარის ავტორი: მეიბლ ნორმანდი
9 ივლისი, 1914 სიცილის გამომწვევი გაზი კი კი კბილის ექიმის დამხმარე
1 აგვისტო, 1914 რეკვიზიტორი კი კი რეკვიზიტორი 2 ნაწილიანი
10 აგვისტო, 1914 სახე ბარის იატაკზე კი კი არტისტი დაფუძნებულია პოემაზე სახე ბარის იატაკზე
13 აგვისტო, 1914 დასვენება კი კი მაწანწალა გამოცემულია ნახევარ ნაწილად სამოგზაურო მოკლე ხმოვან ბგერასთან "იოსემიტური" ერთად
27 აგვისტო, 1914 მასკარადი კი კი ფილმის მსახიობი
31 აგვისტო, 1914 მისი ახალი პროფესია კი კი ჩარლი
7 სექტემბერი, 1914 მფლანგველები კი კი მოქეიფე
14 სექტემბერი, 1914 ახალი შვეიცარი კი კი შვეიცარი
10 ოქტომბერი, 1914 ეს სიყვარულის სატანჯველი კი კი კოპწია
26 ოქტომბერი, 1914 ცომი და დინამიტი კი კი ოფიციანტი 2 ნაწილიანი
ასევე სცენარის ავტორი:: მაკ სენეტი
29 ოქტომბერი, 1914 თავშეკავებული ჯენტლმენი კი კი Impecunious Track Enthisiast
7 ნოემბერი, 1914 მისი მუსიკალური კარიერა კი კი პიანინოს გადამტანი
9 ნოემბერი, 1914 მისი პაემანის ადგილი კი კი ქმარი 2 ნაწილიანი
14 ნოემბერი, 1914 თილის შეწყვეტილი რომანი ჩარლი, ქალაქის თაღლითი 6 ნაწილიანი
დადგმიდან თილის კოშმარი, ა. ბალდუინისა და ედგარ სმითის.
5 დეკემბერი, 1914 გაცნობა კი კი მეუღლე
7 დეკემბერი, 1914 მისი პრეისტორიული წარსული კი კი უიკჩინი 2 ნაწილიანი

ჩაპლინმა დაწერა, ირეჟისორა და ითამაშა Essanay Studios-ის 15 ფილმში. ყველა ქვემოთდასახელებული ფილმის პროდიუსერი იყო ჯისი ტ. რობინსი. გარდა მითითებული ფილმებისა, ყველა ფილმი იყო ორნაწილიანი.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
1 თებერვალი, 1915 მისი ახალი სამუშაო კი კი Film Extra
15 თებერვალი, 1915 მთელი ღამე კი კი მოქეიფე ედნა პორვიენსის დებიუტი
11 აპრილი, 1915 ჩემპიონი კი კი მოკრივე
18 ნოემბერი, 1915 ბაღში კი კი ჩარლი 1 ნაწილიანი
1 აპრილი, 1915 მანქანის გაქცევა კი კი თაყვანისმცემელი, მატყუარა გრაფი
11 აპრილი, 1915 მაწანწალა კი კი მაწანწალა
29 აპრილი, 1915 ზღვაზე კი კი მოსეირნე 1 ნაწილიანი
21 ივნისი, 1915 სამუშაო კი კი დეკორატორის შეგირდი
12 ივლისი, 1915 ქალი კი კი ჩარლი / "ქალი"
9 აგვისტო, 1915 ბანკი კი კი შვეიცარი
4 ოქტომბერი, 1915 გადაბირება კი კი ჩარლი
20 ნოემბერი, 1915 საღამო მიუზიკ ჰოლში კი კი მრ. პესტი და მრ. როუდი
18 დეკემბერი, 1915 კარმენი კი კი დერნ ჰოსირი ხელახლა გამოიცა 1916 წლის 22 აპრილს, როგორც 4 ნაწილიანი ფილმი, ლეო უატის მიერ
27 მაისი, 1916 პოლიცია კი კი ყოფილი მსჯავრდებული
11 აგვისტო, 1918 სამმაგი გასაჭირი კი კი შვეიცარი ნაკრები შექმნა ლეო უაიტმა პოლიციისა და დაუმთავრებელი ნამუშევრის, ცხოვრების სცენებისგან. ასევე გამოყენებულია უაიტის მიერ გადაღებული ახალი კადრები. ჩაპლინი მიათვლის ამ პროდუქციას თავის ავტობიოგრაფიის ფილმოგრაფიაში

ჩაპლინმა დაწერა, რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია და ითამაშა Mutual Film Corporation-ის 12 ფილმში. ეს სტუდია ჩამოაყალიბა Lone Star Studios-მა სპეციალურად ჩაპლინის ფილმებისთვის. ყველა Mutual-ის გამოცემები არის 2 ნაწილიანი.

გამოშცევის თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
15 მაისი, 1916 უნივერმაღის კონტროლიორი კი კი კი გაჭირვებული მყიდველი ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
12 ივნისი, 1916 მეხანძრე კი კი კი მეხანძრე ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
10 ივლისი, 1916 უქნარა კი კი კი ქუჩის მუსიკოსი ასევე სცენარის ავტორი: ვინსენტ ბრაიანი
7 აგვისტო, 1916 ღამის პირველ საათზე კი კი კი ნასვამი
4 სექტემბერი, 1916 გრაფი კი კი კი მკერავის შეგირდი
2 ოქტომბერი, 1916 ლომბარდი კი კი კი ლომბარდის პატრონის დამხმარე
13 ნოემბერი, 1916 ეკრანის მიღმა კი კი კი რეკვიზიტორის დამხმარე
4 დეკემბერი, 1916 საციგურაო მოედანი კი კი კი ოფიციანტი და ციგურებით სრიალის ენთუზიასტი
22 იანვარი, 1917 წყნარი ქუჩა კი კი კი ახალწვეული მაწანტალა პოლიციაში
16 აპრილი, 1917 მკურნალობა კი კი კი ალკოჰოლიკი ჯენტლმენი მინერალური წყლების კურორტზე
17 ივნისი, 1917 ემიგრანტი კი კი კი ემიგრანტი 1998 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[12]
22 ოქტომბერი, 1917 თავგადასავლების მაძიებელი კი კი კი გაქცეული მსჯავრდებული

ჩაპლინმა დაწერა, ითამაშა და რეჟისორობა და პროდიუსერობა გაწია თავისი საკუთარი საწარმოო კომპანიის 9 ფილმში, 1918 წლიდან 1923 წლამდე.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
14 აპრილი, 1918 ძაღლური ცხოვრება კი კი კი კი მაწანწალა 3 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა
29 სექტემბერი, 1918 ობლიგაცია კი კი კი მაწანწალა ნახევარ ნაწილიანი. ასევე თამაშობს ჩარლის ძმა - სიდნეი ჩაპლინი
20 ოქტომბერი, 1918 თოფი მხარზე! კი კი კი კი ახალწვეული 3 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა
15 მაისი, 1919 მზიანი მხარე კი კი კი ფერმის ოსტატი 3 ნაწილიანი
15 დეკემბერი, 1919 დღიური გასართობი კი კი კი მამა 2 ნაწილიანი
6 თებერვალი, 1921 ბიჭუნა კი კი კი კი მაწანწალა 6 ნაწილიანი
25 სექტემბერი, 1921 უსაქმურთა კლასი კი კი კი მაწანწალა / ქმარი 2 ნაწილიანი
2 აპრილი, 1922 ხელფასის დღე კი კი კი მუშაკი 2 ნაწილიანი
26 თებერვალი, 1923 პილიგრიმი კი კი კი კი გაქცეული მსჯავრდებული 4 ნაწილიანი
მუსიკა შეთხზულია ნაკრებისთვის, საესტრადო მიმოხილვა

1923 წელს ჩაპლინმა დაიწყო თავისი ფილმების გამოშვება United Artists-ის მეშვეობით. ყველა ეს ფილმი იყო სრულმეტრაჟიანი. მან დაწერა სცენარი და პროდიუსერობა/რეჟისორობა გაწია რვა ფილმისთვის, ხოლო ყველა ფილმში თავად ითამაშა. დიდი ქალაქის ჩირაღდნებიდან მოყოლებული, ჩაპლინმა ასევე დაიწყო საკუთარის ფილმებისთვის მუსიკალური ნაწარმოებების შექმნა.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
26 სექტემბერი, 1923 პარიზელი ქალი კი კი კი მებარგული ჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი
26 ივნისი, 1925 ოქროს ციებცხელება კი კი კი კი მარტოხელა მაძიებელი მუსიკა შეიქმნეა 1942 წლის ხელახლა გამოცემასისთვის
1992 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[13]
6 იანვარი, 1928 ცირკი კი კი კი კი მაწანწალა მუსიკა შეიქმნა 1970 წლის ხელახლა გამოცემისათვის
6 თებერვალი, 1931 დიდი ქალაქის ჩირაღდნები კი კი კი კი მაწანწალა 1991 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[14]
5 თებერვალი, 1936 ახალი დროება კი კი კი კი მომუშავე 1989 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[15]
15 ოქტომბერი, 1940 დიდი დიქტატორი კი კი კი კი ადენოიდ ჰინკელი / პარიკმახერი 1997 წელს დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში[16]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის[7]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის.[7]
11 აპრილი, 1947 მესიე ვერდუ კი კი კი კი მესიე ჰენრი ვერდუ დაფუძნებულია ორსონ უელსის იდეაზე[17]
ნომინაცია – ოსკარი საუკეთესო სცენარისთვის[7]
16 ოქტომბერი, 1952 რამპის ჩირაღდნები კი კი კი კი კალვერო ფილმი, გამოსვლიდან მალევე, ამოიღეს ამერიკული ეკრანებიდან. ამის მიზეზი გახდა ის, რომ ჩაპლინი პოლიტიკური მიზეზებით იქნა გაძევებული აშშ-დან [18]
ოსკარი საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის (დაჯილდობა 1973 წელს, როდესაც კინოაკადემიას ფილმის განხილვის უფლება მიეცა)[7]

ბრიტანული გამოცემები

რედაქტირება

1952 წელს, როდესაც ჩაპლინი მიემგზავრებოდა ინგლისში რამპის ჩირაღდნების პერმიერაზე დასასწრებლად, წაერთვა ამერიკაში დაბრუნების უფლება. მისი უკანასკნელი ორი ფილმი გადაღებული და გამოშვებულია ინგლისში.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
12 სექტემბერი, 1957 მეფე ნიუ-იორკში კი კი კი კი მეფე შადოვი სტუდია Attica-Archway-ის პროდუქცია
1967 წლამდე არ გამოცემულა აშშ-ში
5 იანვარი, 1967 გრაფინია ჰონგ-კონგიდან კი კი კი მოხუცი სტიუარდი სტუდია Universal-ის პროდუქცია Panavision-სა და Technicolor-ში
პროდიუსერი: ჯერომი ეპსტეინი

ჩაპლინს აქვს პატარა ეპიზოდური როლი

სხვა ფილმებში გამოსვლები

რედაქტირება

გარდა 82 ოფიციალური ფილმისა, ჩაპლინს შემორჩა რამდენიმე დაუმთავრებელი ნამუშევარი, ასევე ჰქონდა რამდენიმე ეპიზოდურ როლი. იგი იყო მთავარი მსახიობი არაერთ კომპილაციურ ფილმში.

დაუმთავრებელი ან გამოუცემელი ფილმები

რედაქტირება
გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
1915–1916 ცხოვრება კი კი კი დაუმთვრებელი, თუმცა რამდენიმე ნაწილი გამოყენებულია "ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში" (იხ. ქვემოთ).
1918 როგორ აკეთებენ ფილმებს კი კი კი თავისი თავი დაუსრულებელი, თუმცა კადრები გამოყენებულია ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვაში (იხ. ქვემოთ)
აღდგა 1981 წელს კევინ ბროუნლოუსა და დევიდ გილის მიერ[19]
(უსათაურო ფილმი) კი კი კი თავისი თავი საქველმოქმედო ფილმი, რომელშიც თამაშობს ჰერი ლოდერი
1919 პროფესორი კი კი კი პროფესორი ბოსკო ორნაწილიანი ფილმი, თუმცა გამოუცემელი
c.1922 სასიამოვნო და მეგობრული კი კი კი არამზადა იმპროვიზებული სკეტჩი
1926 ზღვის ქალი კი დასრულებული, თუმცა გამოუცემელი
1933 ყველაფერი ზღვაზე თავისი თავი ალისტეირ კუკის მიერ გადაღებული 11 წუთიანი კადრი ჩაპლინის გემზე პანაცეა. კადრში ჩანან ჩაპლინი, კუკი და პოლეტ გოდარდი[20]
1966–1975 ახირება კი გამოცემა დაგეგმილი იყო ჩაპლინის ქალიშვილისთვის, ვიქტორიასთვის

კრებულები

რედაქტირება

Essanay-მ გამოსცა სამი კრებული ჩაპლინის უფლების გარეშე (to which he took legal action). ჩაპლინმა გამოსცა საკუთარი კრებული 1959 წელს, ხოლო 1975 წელს დაიწყო შემდეგზე მუშაობა.

გამოშვების თარიღი სათაური გაწეული სამუშაო შენიშვნები
კომპოზიტორი პროდიუსერი სცენარის ავტორი რეჟისორი როლი
31 მარტი, 1915 ჩარლი ჩაპლინის წარდგენა პრომო ფილმი, რომელიც შექმნილი იყო ჩაპლინის ფილმების პროლოგად
23 სექტემბერი, 1916 ესენეი-ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვა კი კი ყოფილი მსჯავრდებული შედგენილია ლეო უაიტის მიერ, პოლიციისა და მის მიერ ახლადშექმნილი ცხოვრების კადრების გამოყენებით
უუფლებო ჩაპლინისგან
1916 Zepped პროპაგანდის ნაწილი, რომლის შვიდწუთიანი მონაკვეთი აღმოაჩინეს 2009 წელს[21]
მაისი, 1918 გამომედევნე, ჩარლი კი კი Essanay-ის ფილმების 7 ნაწილიანი კრებული. მონტაჟი ლანგფორდ რიდის მიერ. გამოიცა ინგლისში. უუფლებო ჩაპლინისგან
25 სექტემბერი, 1959 ჩაპლინის საესტრადო მიმოხილვა კი კი კი კი მაწანწალა / ახალწვეული / გაქცეული მსჯავრდებული / თავისი თავიf შედგენილია ფილმებისგან: ძაღლური ცხოვრება, პილიგრიმი, თოფი მხარზე!, როგორ აკეთებენ ფილმებს
1975 ჯენტლმენი მაწანწალა დოკუმენტური კადრების კრებული, სადაც ნაჩვენებია ჩაპლინი თავის სახლში, შვეიცარიაში.

ეპიზოდური როლები

რედაქტირება

გარდა საკუთარი ფილმებისა პარიზელი ქალი (1923) და გრაფინია ჰონგ-კონგიდან (1967), ჩაპლინს ასევე შესრულებული აქვს ეპიზოდური როლები შემდეგ ფილმებში:

წელი სათაური შენიშვნები
1915 მისი აღორძინება
1921 კაკალი ჩაპლინი არ ჩანს ფილმის გადარჩენილ ნაწილში, თუმცა კადრებში გვხვდება უცნობი მსახიობი ჩაპლინის პერსონაჟის, მაწანწალის, როლში[22]
1923 სულები გასაყიდად ნაჩვენები იყო პარიზელი ქალის დადგმისას
ჰოლივუდი დაკარგული ფილმი[23]
1928 აჩვენე ხალხს 2003 წელს დაემატა ეროვნულ ფილმების რეესტრში[24]

მულტფილმები

რედაქტირება

ჩაპლინი "გამოჩნდა" თავისი თავის როლში შემდეგ მულტიპლიკაციურ ფილმებში:

წელი სათაური სერია
1923 ფელიქსი ჰოლივუდში კატა ფელიქსი
1933 მიკის გალა პრემიერა მიკი მაუსი
1936 მიკის საცხენბურთო გუნდი მიკი მაუსი

დრამატული ფილმების ჩაპლინის შესახებ

რედაქტირება

ჩაპლინის ცხოვრება დრამატიზებულია შემდეგ ფილმებში:

წელი სათაური მსახიობი, რომელიც
განასახიერებს ჩაპლინს
1989 ახალგაზრდა ჩარლზ ჩაპლინი
(six-part BBC mini-series)
ჯო გირი
1992 ჩაპლინი რობერტ დაუნი უმცროსი
2001 კატის მიაუ ედი იზარდი

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. მაკდონალდი et al., p. 12.
  2. რობინსონი 1985, p. 647.
  3. რობინსონი 1985, p. 267.
  4. რობინსონი 1985, pp. 544–549.
  5. რობინსონი 1985, p. 572.
  6. კინოაკადემიის ჯილდოების ისტორია. კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (2009). ციტირების თარიღი: 29 სექტემბერი, 2009.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია. კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (2009). ციტირების თარიღი: 25 ნეოემბერი, 2009.
  8. Films Selected to The National Film Registry, Library of Congress 1989–2008. კონგრესის ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: September 30, 2009.
  9. The Hollywood Walk of Fame. Hollywood Chamber of Commerce, Inc (2009). ციტირების თარიღი: October 18, 2010. Note: Type in "Charlie Chaplin"
  10. 10.0 10.1 Brunsting, Joshua. (June 8, 2010) Charlie Chaplin Film Found At An Antique Sale, Once Thought Lost. The Criterion Cast. ციტირების თარიღი: June 9, 2010.
  11. რობინსონი 1985, p. 122.
  12. კონგრესის ბიბლიოთეკა (16 ნოემბერი, 1998). "Hooray for Hollywood — Librarian Names 25 More Films to National Registry. პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 29 სექტემბერი, 2009.
  13. „25 ამერიკული ფილმი დაემატა ეროვნული ფილმების რეესტრში“. The Courier. Associated Press. December 7, 1992. ციტირების თარიღი: September 29, 2009.
  14. Andrews, Roberts M. (October 11, 1991). „25 Films Designated For Preservation“ (Fee required). St. Louis Post-Dispatch. ციტირების თარიღი: July 22, 2009.
  15. Films Selected to The National Film Registry, Library of Congress 1989-2009. Library of Congress. Library of Congress (2010). ციტირების თარიღი: October 18, 2010.
  16. კონგრესის ბიბლიოთეკა (18 ნოემბერი, 1997). Librarian of Congress Names 25 New Films to National Film Registry; პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2009
  17. რობინსონი 1985, pp. 519–520.
  18. რობინსონი 1985, p. 579.
  19. The film was reconstructed based on the titles and cutting order for a film entitled How Moving Pictures are Made however the Brownlow and Gill versions alters and omits titles and inserts additional scenes not referred to in the script How to Make Movies დაარქივებული 2010-09-19 საიტზე Wayback Machine. from the Charlie Chaplin Encyclopedia
  20. Curran, John. Shot by young Alistair Cooke, home movie of Chaplin emerges after discovery. The Canadian Press (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 15, 2010. ციტირების თარიღი: April 10, 2010.
  21. Charlotte Higgins. (November 5, 2009) Collector finds unseen Charlie Chaplin film in tin sold for £3.20 on eBay. The Guardian. ციტირების თარიღი: November 10, 2009.
  22. Vance, Maietta, Cushman, p. 91.
  23. Progressive Silent Film List: Hollywood. Silent Era. ციტირების თარიღი: 2010-01-23.
  24. კონგრესის ბიბლიოთეკა (16 დეკემბერი, 2003). 25 Films Added to National Film Registry; პრეს გამოცემა; წაკითხვის თარიღი: 30 სექტემბერი, 2009

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება