ბიჭუნა (1921 წლის ფილმი)

ბიჭუნა (ინგლ. The Kid) — ჩარლი ჩაპლინის 1921 წელს გამოსული კომედიურ-დრამატული მუნჯი ფილმი, რომლის რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელია ჩარლი ჩაპლინი. ფილმში აგრეთვე მონაწილეობენ ჯეკი კუგანი,[4] ედნა პერვიენსი და სხვები. ეს იყო ჩაპლინის მიერ გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი.[5]. ჩაპლინი ასრულებს როლს მაწანწალისა, რომელიც იშვილებს ბიჭუნას.

„ბიჭუნა“
რეჟისორი ჩარლზ ჩაპლინი
პროდიუსერი ჩარლზ ჩაპლინი
სცენარისტი ჩარლზ ჩაპლინი
როლებში
კომპოზიტორი ჩარლზ ჩაპლინი
ოპერატორი როლი ტოტეოჰი
მონტაჟი ჩარლზ ჩაპლინი
სტუდია Charles Chaplin Productions
დისტრიბუტორი First National
ხანგრძლივობა
  • 68 წუთი[1](ორიგინალი)
  • 53 წუთი[2] (1971 ხელახალი გამოცემა)
ქვეყანა აშშ
ენა მუნჯი ფილმი
ბიუჯეტი 250 ათასი აშშ დოლარი
შემოსავალი 5,450,000 აშშ დოლარი[3]

ფილმს დიდი წარმატება ჰხვდა წილად და იქცა 1921 წლის მეორე ყველაზე შემოსავლიან ფილმად. 2011 წელს კონგრესის ბიბლიოთეკამ ფილმს კულტურული მნიშვნელობა მიანიჭა და დაიცვა ფილმების ეროვნული რეესტრში. ინოვაციური კომედიური და დრამატული ელემენტების წყალობით,[6] ფილმი მიჩნეულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუნჯ ფილმად.[7]

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ კომპანია FilmNation Entertainment აპირებს „ბიჭუნას“ ანიმაციური რიმეიკის გადაღებას.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. THE KID (U) (CUT). British Board of Film Classification (5 იანვარი, 1922). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-24. ციტირების თარიღი: 23 დეკემბერი, 2015.
  2. THE KID (U). British Board of Film Classification (October 15, 1957). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 24, 2015. ციტირების თარიღი: December 23, 2015.
  3. Box office at IMDB accessed 27 იანვარი, 2017
  4. Today in Media History: Thumbs Up? In 1921 newspapers reviewed Charlie Chaplin’s movie, ‘The Kid’. Poynter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 დეკემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2016.
  5. (2017-09-05) Старый новый Голливуд: Энциклопедия кино. Tом II, გვ. 3799. ISBN 9785040534371. 
  6. Chaplin, pp. 233–234.
  7. 300 Greatest Films by Decade - AMC Filmsite Retrieved 8 თებერვალი, 2015