ჩანთოსანი მაჩვისებრნი

ჩანთოსანი მაჩვისებრნი (ლათ. Peramelidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ჩანთოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 15-50 სმ აღწევს. წინა კიდურების მეორე და მეოთხე თითზე ძლიერი სათხრელი ბრჭყალები აქვთ. ბეწვი მოკლეა, უხეში. მუცელზე აქვთ ჩანთა. ოჯახში 8 გვარის 19 სახეობაა. გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ გვინეასა და მახლობელ კუნძულებზე. ღამის ცხოველები არიან. იკვებებიან უმთავრესად მწერებით.

ჩანთოსანი მაჩვისებრნი
Perameles nasuta
Perameles nasuta
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  ჩანთოსნები
ოჯახი:  ჩანთოსანი მაჩვისებრნი
ლათინური სახელი
Peramelidae (Gray, 1825)

ლიტერატურა

რედაქტირება