ჩალმა (სპარს. عمامه; თურქ. Sarık) — მამაკაცის თავსაბურავი. წარსულში ფართოდ იყო გავრცელებული ისლამის მიმდევარ ხალხთა შორის ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა, სამხრეთ და შუა აზიაში, ნაკლებად — კავკასიაში. ჩალმა თავზე მოხვეული ქსოვილის ნაჭერია, ჩვეულებრივ ატარებენ ქუდის ან არახჩინის ზემოდან, იშვიათად (ინდოეთი, პაკისტანი) — სხვა თავსაბურავის გარეშე. გზაში გარდაცვლილ მუსლიმანს სუდარად ემსახურებოდა. სხვადასხვა ხალხის ჩალმა განსხვავდება ფერით, ქსოვილის ხარისხით, ზომით, შემოხვევის წესით, გარდა ამისა, ჩალმით განასხვავებდნენ ეროვნებასა და სოციალურ მდგომარეობას, მაგ. მწვანე ჩალმას ატარებდნენ წინასწარმეტყველის შთამომავლებად მიჩნეული პირები ან მექაში ნამყოფები, თეთრს კი — დანარჩენები.

მანმოჰან სინგჰი, ინდოეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.

ლიტერატურა

რედაქტირება